ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ “დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა”. ხუაკივაძის თქმით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით იხელმძღვანელა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ […]

კახა კალაძე – ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გაადაამტვრიონ

ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გაადაამტვრიონ – ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძემ სრული ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, დამახინჯებულად არის […]

საია – სამართალდამცავთა უმოქმედობა, არა მარტო, პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურეობრივი გულგრილობაა, არამედ, აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და „ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლიციელების უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ “ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ლეგიტიმური პროტესტი ძალადობრივად ჩაახშონ. „მინდია გაბაძეს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, თავს დაესხნენ ფიზიკური პირები, ე.წ. „ტიტუშკები“ და მასზე ფიზიკურად იძალადეს. იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველები შემთხვევასთან […]

ნანა ტოხვაძე – აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის

აქ ორი მხარე არ არსებობს! არსებობს ტირანი და განათლებული თაობის ბრძოლა თავისუფლებისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს დუმილი სამარცხვინოა. „გათენდა, სასტიკ ძალადობაზე, ქუთაისში ბავშვს რომ გონების დაკარგვამდე სცემდა პოლიცია და მერე გაიტაცეს(დაკავება აღარ ჰქვია), განათლების სამინისტრომ რაო?! მთავარია, პოლიტიკა არ შევიდეს სკოლებში და სასწავლო […]

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი – უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა, 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერებაზე

უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება დროებითია. ამასთან, როგორც ცენტრი აცხადებს, ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული […]

მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ყველანაირი ძალადობა, საერთოდ ძალადობა – მოტივირებული, არამოტივირებული, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია! ამაში მგონი ყველანი ვთანხმდებით?!

ყველანაირი ძალადობა, საერთოდ ძალადობა – მოტივირებული, არამოტივირებული, ყველანაირი ძალადობა მიუღებელია! ამაში მგონი ყველანი ვთანხმდებით?! – ასე მიმართა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გოგი მარგველაშვილმა კინოსა და თეატრის მსახიობებს მარჯანიშვილის თეატრის მთავარ დარბაზში. მისივე თქმით, ყველა ეპიზოდი, როდესაც ადამიანს მიაყენეს მძიმე ან არამძიმე სხეულის დაზიანება, უნდა იყოს შეფასებული და ვინც ეს ჩაიდინა, მან პასუხი უნდა აგოს. „დიდი […]

ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს – თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ – ვინმემ მითხრა, მოდი დაკითხვაზე? არა! ისე მხეცურად უნდა დავეკავებინეთ, ცემა-ტყეპით, წიხლებით რომ შემდგნენ?

თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები. ოპოზიციის წინასწარ გამოცხადებულ ღონისძიებაზე ვიყავი […]

ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს

სოფიას ცსკა-ს გიორგი წიტაიშვილის დამატება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარელი ჟურნალისტი მეტოდი შომონოვი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კიევის “დინამოდან” “გრანადაში” განათხოვრებული ქართველის თამაშით კლუბის სკაუტები აღფრთოვანდნენ და უკრაინელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა თავად წიტაიშვილს კარიერის გაგრძელება ბულგარეთის ჩემპიონატში. შეგახსენებთ, სოფიას ცსკა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს. წიტაიშვილს კიევის “დინამოსთან” მიმდინარე ხელშეკრულება […]

“სად არიან მომღერლები თვალდახუჭულები სამშობლოს რომ უმღერიან?” – მარინა ბერიძე

მუსიკოსი, მარინა ბერიძე, პაატა ბურჭულაძის დაანონსებულ აქციებს, დღის 16 საათზე, ბებიების, ბაბუების თაობისთვის, ეხმაურება, იხსენებს ბურჭულაძის ფონდ “იავნანაზე” თავდასხმას და ამბობს: მარტიდან კი არ გავჩუმებულიყავით, 2012–დან ხმა უნდა ამოგვეღო. ძალიან არ უყვარს პაატას ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც “იავნანას” პირველს მიადგნენ, ძალიან ბევრი ადამიანი გაჩუმდა, ის ადამიანები გაჩუმდნენ, ვინც იავნანამ ფეხზე დააყენა, მოატარა მსოფლიო, კახა […]

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ხელფასებს ვეღარ იხდის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიაზე ხარჯების გაზრდისა და რუსული დაფინანსების შეჩერების შემდეგ, დასაქმებულებისთვის ხელფასების გადახდა არ შეუძლიათ. Апсныпресс -ის ცნობით, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ დელბამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განმარტა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს თვეებია ხელფასები სრულად არ აუღიათ, მიმდინარე თვე კი მათი ანაზღაურება ნაწილობრივადაც ვეღარ მოხდება. დელბას […]