საია: სამართალდამცავთა უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ ე.წ “ტიტუშკებთან“ ერთად მოქმედებენ

“საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია” “პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ფიზიკური ძალადობის დროს, იქვე მდგომი პოლიციელების უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ “ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ. “სამართალდამცველები შემთხვევასთან ძალიან ახლოს იდგნენ, მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე“, – წერია განცხადებაში. მინდია გაბაძეს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, თავს […]

ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც ივანიშვილმა შეგვისრულა – ელისაშვილის მეუღლე

კოალიცია “ძლიერი სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისშვილის მეუღლე ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც ივანიშვილმა შეასრულა, რადგან მუდმივად ამბობდა, რომ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერდა. ივანიშვილის დაპირებები გვახსოვს, ბოლო დაპირება იყო ის, რომ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერდა და ჩასვამდა ციხეში, ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც მან შეგვისრულა, დარწმუნებული ვიყავი ასე მოხდებოდა, მოლოდინი მქონდა. როგორც აქამდე, მე და […]

რა უთხრეს ბოჭორიშვილს ფინეთის და ავსტრიის მინისტრებმა, რაც საგარეოს განცხადებაში ვერ მოხვდა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მათ შორის ავსტრიის, ფინეთის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მათგან ორმა, ავსტრიისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მინისტრებთან შეხვედრისას გაჟღერებულ კრიტიკაზე არაფერი თქვა მის […]

რუსეთმა აკრძალა აფხაზური მანდარინის იმპორტი – დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა. „რუსეთის მხარემ აკრძალა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა, სანიტარულ სამსახურებზე დაყრდნობით“, – თქვა მან. ბგანბას სიტყვებით, „აფხაზეთის სანიტარული სამსახურები უარყოფენ ციტრუსში მავნებელი მწერის არსებობას“. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. “როსსელხოზნადზორი” უარყოფს ბგანბას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. უწყებაში აცხადებენ, რომ აკრძალვა ციტრუსზე არ დაუწესებიათ. სააგენტო “რია ნოვოსტი” […]

მარკო მიხელსონი რუმინეთის საკონსტიტუციოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმებაზე – ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით – სამწუხაროდ, საქართველო დემოკრატია არ არის

სწორედ ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. „სამწუხაროდ, საქართველო დემოკრატია არ არის და თავისუფლების აღსადგენად ახალი არჩევნები სჭირდება“, – წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დღეს, „საარჩევნო […]

განათლების სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები მსვლელობას მართავენ

განათლების სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები თავდაპირველად განათლების სამინისტროსთან შეიკრიბნენ, სადაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს გაფიცვისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ბევრ საჯარო სკოლაში ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო. ისინი დამნაშავეების დასჯას და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამჟამად აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით […]

ევროკომისიის პრეზიდენტი – ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ

ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. „ეს ახალი ისტორიის დასაწყისს ნიშნავს. ახლა მოუთმენლად ველი ევროკავშირის ქვეყნებთან მის განხილვას. ეს შეთანხმება ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის იმუშავებს. მეტი სამუშაო ადგილი. მეტი არჩევანი. საერთო კეთილდღეობა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ახლა ევროკავშირისა და […]

პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციას საკრალური მსხვერპლი სჭირდება

პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციას საკრალური მსხვერპლი სჭირდება „შსს-ს განცხადებით დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ათობით დაურეგისტრირებელი იარაღი და ვაზნები ამოიღეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის „მშვიდობიან“ მიზნებს“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. ექსპერტის თქმით, […]

„საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს” – რას ნიშნავს ეს?

განათლების ექსპერტების განცხადებით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას კარგავს. – ინფორმაციას „ბიემჯი“ ავრცელებს უმაღლესი განათლების ოთხმა ექსპერტმა საკითხზე დღეს გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასებისას, 2024 წლის აპრილში, ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა. […]

5 შვილის მამას, მსახიობს, საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია – კასრაძე სასამართლოს

საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი, საციხოდ მიმეტებთ ხალხნო, სირცხვილია – ამ სიტყვებით მიმართა ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლოს. „54 წლის კაცი ვარ და არასდროს ჩამიდენია ისეთი ქმედება, რომ ბოდიშის მოხდა დამჭირვებოდა, არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია, მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ქვეყნის საწინააღმდეგო […]