ევროკომისიის პრეზიდენტი – ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ

ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დავასრულეთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„ეს ახალი ისტორიის დასაწყისს ნიშნავს. ახლა მოუთმენლად ველი ევროკავშირის ქვეყნებთან მის განხილვას. ეს შეთანხმება ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის იმუშავებს. მეტი სამუშაო ადგილი. მეტი არჩევანი. საერთო კეთილდღეობა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ახლა ევროკავშირისა და მერკოსურის სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირის 15-მა წევრმა, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენენ და ევროპარლამენტში უბრალო უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)