აქციებზე დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აქციებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ 8 ადამიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა. პროკურატურას მათი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით გასამართლება უნდათ. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ შეთანხმებულ მოქმედებას. მოსამართლის თქმით, მან დასაბუთებული ვარაუდის […]

ყუბანში რეიდის დროს უცხოელ მუშებს ომში წასვლას ან ქვეყნის დატოვებას სთავაზობენ

პოლიციელებმა, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ცენტრის თანამშრომლებმა და კაზაკებმა ჩაატარეს ერთობლივი რეიდი კრასნოდარის ოლქში მდებარე სტანიცა მარიანსკის სამშენებლო მოედანზე. ასეულობით მუშა კოლონებად გაამწკრივეს ფორმიანი ხალხის წინ და უკრაინაში საომრად წასვლის კონტრაქტებზე ხელმოწერა შესთავაზეს. როგორც “კავკაზ.რეალიი” წერს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ქვეყნის დატოვებით დაემუქრნენ. სტანიცა მარიანსკაში ეს რეიდი მოჰყვა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებას, რომლის თანახმად რეგიონში 2025 […]

პროკურორი – სასამართლოს დღევანდელი სხდომა შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად – დაცვის მხარემ სასამართლოს სხდომაზე აღიარა დანაშაული, რომ ალექსანდრე ელისაშვილი ნამდვილად დაესხა თავს დაზარალებულს

სასამართლოს დღევანდელი სხდომა შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად – დაცვის მხარემ სასამართლოს სხდომაზე აღიარა დანაშაული, რომ ალექსანდრე ელისაშვილი ნამდვილად დაესხა თავს დაზარალებულს [ალი ბაბაევს] და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, -ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. მან ისაუბრა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რის მიხედვით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. […]

დავით კეზერაშვილი – იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემ სახლში, დავტოვე საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით – ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის „ჩადებული“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი განმარტავს, რომ მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და მასთან არანაირი შეხება არასოდეს ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. როგორც კეზერაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა, როგორც შსს-ს და სასამართლოს, რომელიც სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ დაყადაღდა. დავით კეზერაშვილის თქმით, ყველაფერი, რაც არ არის […]

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის საკვანძო ადგილზე ორი სოფელი დაიკავა

6 დეკემბერს რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მომარაგების კვანძ პოკროვსკის სიახლოვეს სოფელი დაიკავა. რუსეთმა კიდევ ერთი სოფელი ინდუსტრიულ ქალაქ კურახოვეს სიახლოვეს დაიპყრო და ამით აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზთან ორ საკვანძო ადგილზე პლაცდარმი მოიპოვა. მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში თვეების განმავლობაში წინ მიიწევდა, იყენებდა რა თავის უპირატესობას უფრო ნაკლებად შეიარაღებული უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ. მოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურ ბრიფინგზე […]

პოლიციელთა ცრუ ჩვენებები – ამტკიცებენ, რომ ნაცემი მივიდა მათთან – საბა სხვიტარიძის ადვოკატი

საქმის მასალების მიხედვით, ოქმში პოლიციელები ამტკიცებენ, რომ კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი და სამოქალაქო აქტივისტი, საბა სხვიტარიძე ნაცემ მდგომარეობაში დაკავების ადგილას თავად მივიდა. სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ სხვიტარაძეს განუმარტეს, რომ პოლიციელებ იყვნენ. ადვოკატი ბრალდების დადგენილებას ცოტა ხნის წინ გაეცნო. სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ 3-მა პოლიციელმა – მირიან ქავთარაძემ, მიხეილ წიკლაურმა და ლუკა ჯინჭარაძემ ცრუ […]

“გადადგეს მინისტრი” – განათლების სამინისტროსთან პროტესტია

განათლების სამინისტროსთან პროტესტია. ახლადდანიშნული მინისტრის სამსახურთან ახლა პროფესრო-მასწავლებლები საყვირებით დგანან. სკოლებსა და უნივერსიტეტებში დასაქმებული ადამიანები ქვეყნის გარუსების მცდელობას აპროტესტებენ და გმობენ რეპრესიებს ახალგაზრდების წინააღმდეგ. პროტესტის ავანგარში მოქცეულ თაობას პროფესორები და პედაგოგები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ალექსანდრე წულაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. დადექით ისტორიის სწორ მხარეს – ეუბნებიან აქციის მონაწილეები მინისტრს. დასავლური, ევროპული პერსპექტივა არის უდიდესი საფრთხის წინაშე […]

როგორ გახდა სამეფო ოჯახის წევრი ხორხე ბაგრატიონი რალის ჩემპიონი

2008 წლის 16 იანვარს თბილისში გარდაიცვალა გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონი. იგი სამეფო გვარის მუხრანელთა შტოს წარმომადგენელი იყო. მუხრანელთა შტო ბაგრატიონთა უფროს შტოს წარმოადგენს, თუმცა ქართლ-კახეთის ბოლო მეფეები ბაგრატიონთა უმცროსი, კახეთის შტოს წარმომადგენლები გახლდნენ. გიორგი ბაგრატიონი დაიბადა რომში, 1944 წლის 22 თებერვალს, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში. დედამისი, იტალიელი გრაფინია მარია ანტუანეტა პასკუინი მშობიარობას გადაჰყვა. ობლად დარჩენილი პატარა […]

მექსიკაში საკრუიზო არდადეგები შესაძლოა გაძვირდეს

მექსიკაში საკრუიზო არდადეგები გაძვირდება, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პორტი გეგმავს სამგზავრო გადასახადის დამატებას. ყველა მგზავრს, რომელიც მექსიკაში შედის საკრუიზო გემით, შეიძლება მალე დაეკისროს 42 დოლარის გადასახადი (39,90 ევრო) – გადავა ნაპირზე თუ არა. კანონი არის ბოლო მცდელობა ქვეყანაში ოვერტურიზმის შესაზღუდად. ისტორიულად, მექსიკაში ტურისტული გადასახადები გამიზნული იყო სასტუმროს ვიზიტორებზე, ხოლო საკრუიზო გემების მგზავრები, რომლებიც ითვლებიან […]

საია: სამართალდამცავთა უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ ე.წ “ტიტუშკებთან“ ერთად მოქმედებენ

“საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია” “პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ფიზიკური ძალადობის დროს, იქვე მდგომი პოლიციელების უმოქმედობა აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ “ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ. “სამართალდამცველები შემთხვევასთან ძალიან ახლოს იდგნენ, მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე“, – წერია განცხადებაში. მინდია გაბაძეს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, თავს […]