ესტონეთის პრეზიდენტი – ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ

ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში ქართველ ხალხს მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ქალაქ კლაიპედაში, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან, გიტანას ნაუსედასთან და ედგარს რინკევიჩსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ესტონეთი საქართველოს ევროპული კურსის მიმართ თავის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, მათი ხმის გაგონება და მშვიდობიანი პროტესტის უფლების პატივისცემა […]
“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ავადაა” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ინტერპრესნიუსთან ამბობს: – ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელი განზომილება საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის მოწყობის წესი გახლავთ. „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარ ამომრჩეველსაც კი არ მიუცია მანდატი იმისა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უარი თქვას. არავის ამ ქვეყანაში, მათ შორის არც ხელისუფლების მომხრეებს არ მოსწონთ, რომ მთავრობის ყველა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმსახურებს დასავლეთის სახელმწიფოების გაღიზიანებას, […]
ადვოკატი – ეს ბავშვები სისასტიკით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და მტკიცებულებები გარეშე ისჯებიან – სასამართლომაც ცხადყო, რომ ის არის არა სასამართლო, არამედ საყასბო!

ეს ბავშვები სისასტიკით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის და მტკიცებულებები გარეშე ისჯებიან – ეს ადამიანები ტყუილად არიან დაკავებული და სასამართლომაც ცხადყო, რომ ის არის არა სასამართლო, არამედ საყასბო! არის “ტროიკა“ ერთი ადამიანის შემადგენლობით, რომელსაც არც სამართლებრივი და არც მორალური წითელი ხაზი არ გააჩნია! – ეს შეფასება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული გიორგი გიორგაძისა და ირაკლი […]
„თქვენ გაიმარჯვებთ“ – ბელარუსი ნობელიანტის სვიატლანა ალექსიევიჩის მიმართვა დემონსტრანტებს

ბელარუსი ნობელიანტი მწერალი სვიატლანა ალექსიევიჩი საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს. „ძვირფასო ძმებო და დებო, გაგახსენებთ 2020 წლის ჩვენს საპროტესტო მსვლელობებს. ჩვენი ბელარუსის რევოლუციას. თქვენსავით წყლის ჭავლს გვასხამდნენ, გვესროდნენ შუქ-ბგერით ხელყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს. ათი მეტრიდან ნასროლ რეზინის ტყვიას კი საბრძოლო ტყვიის ძალა აქვს. მახსოვს, ერთხელ როგორ გავატარეთ მთელი დღე ქუჩაში და საღამოსკენ […]
“პუბლიკის” ჟურნალისტს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ ტვინის შერყევა აქვს

მას დღეს, 6 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იდგა პოლიციაც, თუმცა იქ მყოფი ადამიანების მოწოდებების მიუხედავად, თანამშრომლებს მყისიერი რეაგირება არ მოუხდენიათ. “ტვინის შერყევა მაქვს, მაგრამ არა ძლიერი. ამ ეტაპზე ვრჩები კლინიკაში”, – წერს გაბაძე სოციალურ ქსელში. მომხდარიდან რამდენიმე წუთში გაბაძემ რადიო თავისუფლებასთან მოჰყვა, რომ მას თავს დაესხა ჯერ […]
ტრამპმა ყოფილი სენატორი დევიდ პერდიუ ჩინეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობისთვის შეარჩია

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ ჯორჯიის შტატიდან ყოფილ სენატორ დევიდ პერდიუს, ჩინეთში ელჩის პოსტზე წარადგენს. ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში თქვა, რომ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი „მოიტანს ფასეულ ცოდნას, რათა ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობის მშენებლობას დაეხმაროს“. პერდიუმ სენატში თავისი ადგილი ოთხი წლის წინ, დემოკრატ ჯონ ოსოფთან შეჯიბრში დაკარგა და შემდეგ, ჯორჯიის […]
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულ ვასილ კაძელაშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულ ვასილ კაძელაშვილის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, სასამართლომ დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. აჭარაძის თქმით, საქმეში არანაირი სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. არანაირი მტკიცებულება, არანაირი დასაბუთება წარმოდგენილი არ ჰქონია ბრალდებას, თუ რა სახის საფრთხეები […]
მამუკა ხაზარაძე – არავინ შედრკეთ, არავის შეგეშინდეთ, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყანას არ დავიხსნით მავნებლებისა და კრიმინალებისგან – ქვეყანა გაიმარჯვებს და ივანიშვილი თავის ბანდასთან ერთად წავა

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, არავინ შედრკეთ, არავის შეგეშინდეთ, ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ქვეყანას არ დავიხსნით ამ მავნებლებისგან, კრიმინალებისგან, უსამართლო ადამიანებისგან, რომლებმაც გაყიდეს ქვეყანა, ჩაატარეს საკონსტიტუციო გადატრიალება,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, როდესაც ისაუბრა კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე. ხაზარაძის თქმით, ელისაშვილის პატიმრობაში დატოვება […]
თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ძალიან სამწუხაროა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება – თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას, ადამიანების წამებას

ჩვენ ყველა დაზარალებულს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც არაკონსტიტუციურად, არასამართლებრივად მოექცნენ, სოლიდარობას ვუცხადებთ, – ასე მიმართა თუმანიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ივანე (ვანო) ხუციშვილმა კინოსა და თეატრის მსახიობებს თუმანიშვილის თეატრის მთავარ დარბაზში. მისივე თქმით, თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას. “გასაგებია, რაც ხდება. ძალიან სამწუხაროა, ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მინდა, გითხრათ, რომ თუმანიშვილის თეატრმა პირველივე დღეს […]
იტალიაში ტურისტების მონაცემები აპარტამენტში შესახლებისას პოლიციას გადაეცემა

იტალიაში ტურისტები, რომლებიც სერვის Airbnb-ისა ან Booking.com-ის საშუალებით ქირაობენ ბინებს, დამოუკიდებლად შესახლებას ვეღარ შეძლებენ და მათ საცხოვრებლის მფლობელები პირადად უნდა შეხვდნენ. ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს. კერძოდ, საცხოვრებლის მფლობელებს მოეთხოვებათ, ვინაობის დასადასტურებლად და რეგისტრაციის პროცედურის განსახორციელებლად ტურისტებს პირადად შეხვდნენ და რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში სტუმრების პირადი მონაცემები, ასევე, მათი საბუთების ასლები პოლიციაში გაგზავნონ. იტალიის ხელისუფლებამ, ადგილობრივი […]