იტალიაში ტურისტების მონაცემები აპარტამენტში შესახლებისას პოლიციას გადაეცემა

იტალიაში ტურისტები, რომლებიც სერვის Airbnb-ისა ან Booking.com-ის საშუალებით ქირაობენ ბინებს, დამოუკიდებლად შესახლებას ვეღარ შეძლებენ და მათ საცხოვრებლის მფლობელები პირადად უნდა შეხვდნენ. ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს. კერძოდ, საცხოვრებლის მფლობელებს მოეთხოვებათ, ვინაობის დასადასტურებლად და რეგისტრაციის პროცედურის განსახორციელებლად ტურისტებს პირადად შეხვდნენ და რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში სტუმრების პირადი მონაცემები, ასევე, მათი საბუთების ასლები პოლიციაში გაგზავნონ. იტალიის ხელისუფლებამ, ადგილობრივი […]

კეზერაშვილი: ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე, რაც გაუფორმებელია — შსს-ს ჩადებულია

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი განცხადებას აქვეყნებს მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით. კეზერაშვილი აცხადებს, რომ მის სახლში, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ამოღებულის იარაღის ნაწილი შსს-მ ჩადო. ამასთანავე, ამოღებული იარაღის ნაწილი მის კუთვნილებაშია და გაფორმებულიც არის, ამბობს იგი. „საზოგადოებას მინდა ვუთხრა რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 […]

ბიზნესმა მოუწოდეთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალადობა და საქართველო დაუბრუნონ ევროინტეგრაციის გზას – HUB Georgia

არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia მიმართავს ბიზნესს, რათა მათ მოუწოდონ ხელისუფლებას შეწყვიტონ ძალადობა და საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნონ. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. HUB Georgia-ში აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ბიზნესსა და ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. „ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის ვალია იზრუნოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ამის […]

მსახიობები საზმაუსთან – ისინი საეთერო დროის დათმობას ითხოვენ

ხელოვანები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები თუმანიშვილის თეატრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ და საეთერო დროის დათმობას და მათი მოთხოვნების გაჟღერებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “არაფრით განსხვავდება ეს რეჟიმი წინა რეჟიმისგან, რომელიც დაშინებით, სახლში შევარდნებით და გადასახლებით იმონებდა ხალხს.“ ასევე ისინი ამბობენ, რომ ის პირები, ვიცნ 2012 წლის არჩევნებამდე ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ, დღეს სხვებს ეძახიან ნაცებს. ტელევიზიის […]

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თქმით, რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა. რუსულმა მხარემ აკრძალა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა, ქვეყნის სანიტარულ სამსახურებზე დაყრდნობით“, – თქვა ბგანბამ. რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, რუსეთში მანდარინის ექსპორტი ზამთარში აფხაზი ფერმერების მთავარი შემოსავლის წყაროა. ამ სეზონზე რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან 36 ათასი ტონა ციტრუსის შეტანა იგეგმებოდა.

ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები – ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მკაცრად ვგმობთ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები

ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მკაცრად ვგმობთ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ძალადობრივი ქმედებები, – ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „ვინაიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციური ვალდებულებაა, ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები, საქართველოს მმართველი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს, ღრმა […]

პროტესტის მონაწილეებმა კიდევ რამდენიმე თეატრში გამართეს შეხვედრა

კულტურის სფეროს წარმომადგენლები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და თუმანიშვილის თეატრებშიციმყოფებოდნენ. პროტესტის მონაწილეები ასევე მივიდნენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან. პროტესტის მონაწილეებმა თეატრის მთავარ დარბაზში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ხვთისიაშვილს მოუსმინეს. ხვთისიაშვილს განაცხადა, რომ ის გმობს ყველა სახის ძალადობას. „მე გეტყვით, რომ თეატრმა გააჩერა პროცესი 27 ნოემბრიდან. ცოტა რთული თეატრია იმიტომ, […]

ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ

საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოში ვიზიტს განიხილავენ. 6 დეკემბერს ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები განიხილავენ შესაძლებლობას, დეკემბერში საქართველოს ეწვიონ. „ეს შესაძლებლობა კვლავ ღიაა და ამას პრეზიდენტ დუდასთან ერთად განვიხილავთ“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან, ედგარს რინკევიჩთან და ალარ კარისთან […]

ნიკა გილაური პროევროპულ ბრძოლაში დაზარალებულების დახმარების ფონდს ქმნის და ₾100 000 შეაქვს

საქართველოს ექსპრემიერი და საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური საპროტესტო აქციებში დაზარალებულების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით ბიზნესს მიმართავს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ის თვლის, რომ ბიზნესის მხრიდან მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება საკმარისი არ არის და მოქმედებაა საჭირო. ამიტომ მისი ინიციატივით ფონდი, რომელიც შეიქმნება დააფინანსებს აქციაზე დაზარალებული ადამიანების მკურნალობა რეაბილიტაციის ხარჯებს, ადმინისტრაციულ […]

‘ამ იარაღზე წლებია ინფორმაცია ჰქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს” – კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი შსს-ს საგანგებო განცხადებით პასუხობს. მისი თქმით, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და დიმიტრი ჩიქოვანს მასთან შეხება არ ჰქონია. კეზერაშვილი ასევე განმარტავს, რომ “იარაღი გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით.“ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, […]