დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობები ავტოიმპორტიორებზე აისახება – ნონიაძე

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამწვავებამ, შესაძლოა, ავტოიმპორტიორებზე ნეგატიურად აისახოს. მისი თქმით, თუ სავაჭრო ურთიერთობები გადაიხედება, სხვადასხვა დახმარება შეჩერდება და გარკვეული სანქციები დაწესდება, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდება. მისი თქმით, მოქალაქეების ნაწილს ავტომობილების შეძენა გაუჭირდება. “პოლიტიკური ფაქტორები ეკონომიკასა და ბიზნესზე თავის გავლენას ახდენს. თუ სანქციები დაწესდება და პოლიტიკური ურთიერთობა დაიძაბება, ეს ეკონომიკაზე […]
სირიაში ისლამისტური დაჯგუფებები ქალაქ ჰომსს უახლოვდებიან

სირიაში ანტისამთავრობო ისლამისტური დაჯგუფებები შეტევას განაგრძობენ და, ბოლო ინფორმაციით, ქალაქ ჰომსიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ამ ქალაქიდან იხსნება გზას დედაქალაქ დამასკისკენ. ჰომსის შესაძლო დაპყრობა დამასკს მოკვეთს სანაპირო ზონებიდან, მათ შორის ლატაკიიდან და ტარტუსიდან, სადაც რუსული სამხედრო ბაზები მდებარეობს. წუხელ, რუსულმა ავიაციამ ჰომსის მთავარ მარშრუტზე, M5 გზატკეცილზე, გაანადგურა რუსტანის, რათა თავიდან აეცილებინა დაჯგუფების […]
“სხვადასხვა ნივთებით ძალადობდნენ, ხე გადამამტვრიეს” – აქტივისტი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვეს

პროკურატურა შუამდგომლობის საფუძვლად, დაკავებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა. სხვიტარიძეს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება. პროცესზე საბა სხვიტარიძემ განაცხადა, რომ იგი გაიტაცეს და აწამეს. მისივე სიტყვებით, დაკავებისას პოლიციალმა არც კი განუმარტა განმიმარტა, რაზე აკავებდნენ, ისე გადასცეს მისთვის […]
ბიზნესს პოზიცია საჯაროდაც აქვს დასაფიქსირებელი – ნიკა გამყრელიძე

ბიზნესმენ ნიკა გამყრელიძის აზრით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ბიზნესმენებმა პოზიცია საჯაროდაც უნდა დააფიქსირონ. ამის შესახებ ნიკა გამყრელიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება – 2028 წლამდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი – მკაცრად დაგმო 13-მა ბიზნესასოციაციამ, მაგრამ მათ შორის არაა ყველაზე მსხვილი – „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ (BAG); თუმცა აღსანიშნავია, […]
რუმინეთის საკონსტიტუციომ გააბათილა საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააბათილა საპრეზიდენტო არჩევნების I ტურის შედეგები, რომელთა მიხედვითაც მეორე ტურში „ულტრამემარჯვენედ“ მიჩნეული, პრორუსი კანდიდატი კალინ გეორგეუ და მისი პროდასავლელი ოპონენტი გადავიდნენ. არჩევნები ახლა ხელახლა უნდა ჩატარდეს. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა კონსტიტუციის 146-ე მუხლით, რომელშიც საუბარია საარჩევნო პროცესის სისწორესა და კანონიერებაზე. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუმინეთის უშიშროების განცხადებები „რუსეთის აგრესიული ჰიბრიდული შეტევების“ შესახებ რუმინეთის […]
დეკემბერში საქართველოში ვიზიტს განვიხილავთ – ნაუსედა

საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიტანას ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკას გმობს. ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და აღნიშნა, […]
შსს – დიმიტრი ჩიქოვანის ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოღებულია, რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყება ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკის შესახებ და აცხადებს, რომ „სამართალდამცველებმა სახლში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და […]
გიტანას ნაუსედა – დეკემბერში საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ

საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გიტანას ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. „უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება 2008 წლის ვითარებისგან, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ქვეყანაში და […]
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეთავაზება მათთვის მიუღებელია

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები არხის ხელმძღვანელობის შემოთავაზებებს არ თანხმდებიან. მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორი იქნება სამოქმედო გეგმა. როგორც აქციის მონაწილეებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, არხი მენეჯმენტის გადადგომაზე მათ მოთხოვნას არ თანხმდება, თუმცა გარკვეული შეთავაზება აქვს. „შემოთავაზება არის ის, რომ „პრაიმ ტაიმში“ ეთერი 22:00 საათზე გაგრძელდება იქამდე, სანამ კრიზისი ქვეყანაში არსებობს, ოღონდ […]
პარლამენტთან პროტესტი გრძელდება – კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე პოლიციის კორდონია მოწყობილი და აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შეზღუდულია. პარლამენტის წინა მხარეს, სადაც რკინის ჯებირებია განთავსებული, აქციის მონაწილეთა ნაწილია შეკრებილი. ისინი პროტესტს ჯებირებზე ბრახუნით, შეძახილებითა და სტვენით გამოხატავენ. უკვე მეცხრე დღეა, რაც თბილისში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ […]