“რუსთაველი გადაკეტილია @ლეებო უკვე”; “@რაკში გაიკეთეთ ეგ ნაძვისხე და გაფრინდით რუსეთში” – მოქალაქეები მერს

თბილისის მერი, კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე 28–29 ნოემბერს საახალწლო განათებების დამონტაჟებას გეგმავდა, ხოლო 6 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხის ანთებას. განცხადება ამის შესახებ, მერიამ, სოციალურ ქსელში განათავსა, რომლის მიხედვითაც, რუსთაველის გადაკეტვას გეგმავდა მერია 28–29 ნოემბერს. 28 ნოემბერს, კობახიძის იმ ყველასთვის ცნობილი განცხადების შემდეგ, რუსთაველის გამზირი უმეტესად ისედაც გადაკეტილია. კომენტარებში წერენ: გადაკეტილია @ლეებო უკვე კალაძეს აუნთეთ სანთელი […]
“სანამ ივანიშვილი მის გაყინულ ანგარიშებს არ დაინახავს, ვერ მიხვდება, რას ვგულისხმობთ” – გალერი

ვროპარლამენტარი, მაიკლ გალერი ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობაზე საუბრობს. “მთავარ არხთან” ის ნიკა გვარამიას ძალადობრივად დაკავებასა და პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გაუმართლებელი ქმედებაა, რასაც გმობს. “ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, სრულიად გაუმართლებელი ქმედება, რომელსაც ვგმობ. “ქართული ოცნება” არასწორ გზაზე დგას, ასე არ იქცევიან დემოკრატიებში. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს უკვე არის ბელარუსის გზა, […]
მომავალ კვირაში, რასა იუკნევიჩიენეს ხელმძღვანელობით, ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა

მომავალ კვირაში, საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა. მათ რასა იუკნევიჩიენე უხელმძღვანელებს. ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს. ის ეცდება მოინახულოს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამიაც. “ჯერ კიდევ ევროპული ინტეგრაციის შეჩერებამდე და ასეთი ბრუტალური დარბევების წინ, ჩვენ მოვითხოვეთ ხელახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციის ქვეშ. ჩვენ მომავალ კვირად საქართველოში ჩამოვალთ, შევცვდებით ხელისუფლების ლეგიტიმურ ორგანოებს: პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. […]
“ასე ამთავრებენ დიქტატორული რეჟიმები” – რას ახსენებს ივანიშვილს ზურაბიშვილი

Facebook-ის პირად გვერდზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, წერს: “ბაშარ ალ ასადმა სირია დატოვა… ასე ამთავრებენ დიქტატორული რეჟიმები და მათი ლიდერები!”
ამ სიტუაციიდან გამომდინარე FMCG ბაზრის მოთამაშეებმა შესაძლოა განვითარების გეგმებს გადახედონ – რითეილ ექსპერტი

FMCG ბაზარზე ორგანიზებული ვაჭრობის წილი იზრდება. 2023 წელს ქსელური მაღაზიების წილი 36% იყო, 2025 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი “თიბისი კაპიტალის” კვლევის მიხედვით 45%-მდე აიწევს. საინვესტიციო ბანკის ავტორთა შეფასებით, ზრდა არაორგანიზებული ვაჭრობის შემცირების ხარჯზე ხდება, რაც გარდაუვალი პროცესია. რითეილ ექსპერტი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია bewise georgia-ს თანადამფუძნებელი საუბრობს იმ რისკებზე, რამაც შესაძლოა კომპანიების საინვესტიციო გეგმები გაფართოებასთან დაკავშირებით […]
რუსეთის ჯარი თავს დაესხა ზაპორიჟიეს, დაიღუპა 9 ადამიანი

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა ზაპოროჟიეზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად. ამ იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილების ტექნიკური მომსახურების პუნქტს, რამდენიმე დასახლებულ პუნქტს პრობლემა შეექმნა ელექტრომომარაგების მხრივ. ზაპოროჟიის სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა ტელეგრამის არხის საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, ხდება მშიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების ევაკუაცია. დღესვე რუსეთის არმია […]
“როდესაც ქვეყანას არ ეკონცერტება, არც ჩვენ გვეკონცერტება” – “რეზო და ბავშვები”

ჯგუფი, რეზო და ბავშვები, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, 6 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დააანონსა, სოციალურ ქსელში, წერს: საზოგადიებრივი ინტერესიდან გამომდინარე: ნოემბერში ზეპირი შეთანხმება შედგა საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე. (ისევე როგორც წინა წლებში ხდებოდა ხოლმე) შემდეგ შეიცვალა მოვლენები) და როდესაც ქვეყანას არ ეკონცერტება, ცხადია არც ჩვენ გვეკონცერტება. სამი დღეა არ წყდება ზეწოლა და ბულინგი […]
ეუთო-ს გენერალური მდივანი თურქი დიპლომატი, ფერიდუნ სინირლიოღლუ გახდა

ეუთო-ს გენერალური მდივანი თურქი დიპლომატი, ფერიდუნ სინირლიოღლუ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, იან ბორჯი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ასევე, იან ბორჯის ცნობით, წევრმა სახელმწიფოებმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დირექტორის თანამდებობაზე მარია ტელალიანი (საბერძნეთი) აირჩიეს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეუთო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სინირლიოღლუს დანიშვნას […]
“ესენი გაღორდნენ, ყველაფერი შეჭამეს” – მიშა სააკაშვილი ახლანდელ ხელისუფლებაზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ეხლა პატიმრობაში იმყოფება, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებაზე კომენტარი გააკეთა: “საქართველოდან თითიდან გადასახვევი არაფერი წამიღია, ესენი გაღორდნენ, ყველაფერი შეჭამეს” – განაცხადა მიშა სააკაშვილმა.
ზურაბ დათუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი, ევროპის ორგზის ჩემპიონი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სასაამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გამოძიება მას ედავებოდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მოსამართლემ იგი დამნაშავედ ცნო, თუმცა სანქციის სახით სიტყვიერი გაფრთხილება აირჩია. დათუნაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო „მერიოტთან“ დააკავეს, როცა იქ შეკრებილ ოპოზიციონერებსა და გაურკვეველ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. დათუნაშვილის თქმით, დაკავებისას მის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი.