ეუთო-ს გენერალური მდივანი თურქი დიპლომატი, ფერიდუნ სინირლიოღლუ გახდა

ეუთო-ს გენერალური მდივანი თურქი დიპლომატი, ფერიდუნ სინირლიოღლუ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, იან ბორჯი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ასევე, იან ბორჯის ცნობით, წევრმა სახელმწიფოებმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დირექტორის თანამდებობაზე მარია ტელალიანი (საბერძნეთი) აირჩიეს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ეუთო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სინირლიოღლუს დანიშვნას ეუთო-ს ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია