2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და ჩვენ გადავრჩით

2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და ჩვენ გადავრჩით
რომ გადაატრიალონ ეს მთავრობა, თვითონ მოვლენ? ეს მსახიობები დამიდგებიან ხელმძღვანელად, პრემიერ-მინისტრად?! მე მიშა სააკაშვილის მირჩევნია ირაკლი კობახიძე, – განაცხადა მსახიობმა, დავით ხურცილავამ (ჯაპანა) გადაცემაში „იმედი Live“.
„2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ. ხვალ ეს ქვეყანა რომ იქნება ბედნიერი და არცერთ ევროპულ ქვეყანაზე ნაკლები, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ გადავრჩით, როდესაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ გავუშვით. ესენი რომ კიდევ აქ ყოფილიყვნენ, ეს ქვეყანა რა მდგომარეობაში იქნებოდა, დაახლოებით წარმომიდგენია.“, – აღნიშნა მსახიობმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?