პრეზიდენტი – ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება. პრეზიდენტი დღეს განვითარებულ პროცესებს ტერორად და რეპრესიებად აფასებს. „თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკი ტერორით და რეპრესიებით ხვდებიან. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები – […]
“ვაიმარის სამკუთხედი”: მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი

“ვაიმარის სამკუთხედის”(საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის) საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ვითარების განმუხტვის გზად ისინი “ქართული ოცნების” მიერ ინკლუზიური დიალოგის დაწყებას ხედავენ: “მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან”. ჟან-ნოელ ბარო, ანალენა ბერბოკი და რადოსლავ სიკორსი აცხადებენ, რომ: „ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა […]
“სცადეს ვიდეოს გადაღება, სადაც მოგვთხოვეს გვეთქვა ფრაზა: “ხარება მაგარი კაცია” – აქციაზე დაკავებული მიშა მეტრეველი

3 დეკემბერს პროევროპული აქციების პარალელურად ბესიკის ქუჩაზე დაკავებული მოქალაქე მიშა მეტრეველი 48 საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობისა და სასამართლოში მისი საქმის განხილვის შემდეგ ფეისბუკზე წერს დაკავებისას ცემის გამოცდილებას. მისი მონათხრობის მიხედვით, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შავნიღბიანმა წევრებმა დაახლოებით ღამის პირველიდან ორ საათამდე დროის შუალედში დააკავეს, შემდეგ კი ე.წ. დაკავების ფურგონიან ავტომობილში ჩასვეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. “დაკავების დროს […]
აქციის დაშლის საფუძველი არ არსებობდა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. „სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია“, […]
საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას

საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების მისამართით პერიოდულად კვლავ იყენებს წყლის ჭავლს, ხოლო დემონსტრანტები სპეცრაზმის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან. ასევე, სპეცრაზმი იყენებს სპეციალურ საშუალებებს ე.წ. გაზის კაფსულებს. პარალელურად, ჩართულია გამაფრთხილებელი ხმაც, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები. სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე რესპუბლიკის მოედანზე, მათ შორის მონაკვეთზე კი აქციის მონაწილეები რჩებიან […]
პრეზიდენტი: ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება

თბილისში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები. “თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე. 7 დეკემბერს, […]
,,თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება”- პრეზიდენტი

თბილისში, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები. “თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის მე-9 დღეს ქართველი ხალხი სასტიკი ტერორითა და რეპრესიებით ხვდება.ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
,,იცით რა მოახერხა ხელისუფლებამ?“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: ,,იცით რა მოახერხა ხელისუფლებამ? – არაფერი მისი არ მჯერა. სადმე ვინმეს რამე უპოვეს აკრძალული? – არ მჯერა. ვინმემ კანონი დაარღვია? – არ მჯერა. მისმა მოწინააღმდეგეებმა რამე დანაშაული ჩაიდინეს? – არ მჯერა. ხელისუფლებამ რამე კარგი გააკეთა? – არ მჯერა. რასაც ხელისუფლება ამბობს, სიმართლეც რომ იყოს, არ მჯერა.“
ზურაბიშვილი: გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება

ტერორი საქართველოში: თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკ ტერორსა და რეპრესიებს ხვდებიან. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები – გრძელდება.
,,გავტეხეთ წინააღმდეგობა, ორგანიზატორები დავაკავეთ და ძალადობაც მორჩაო” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი: ,,გავტეხეთ წინააღმდეგობა, ორგანიზატორები დავაკავეთ და ძალადობაც მორჩაო და ეს მეტროებში ჩასაფრება, ხალხის ფაქტობრივ ალყაში მოქცევა და არნახული სისასტიკე ნაძვის ხისთვის ხდება მხოლოდ. იმან კი დაიმუქრა ძვლებში გადაგამტვრევთო და ნაძვისხის დასადგმელად აწყობს ჯოჯოხეთს ”