სალომე ზურაბიშვილი – გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აქვყნებს. „გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!, – წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“. ინფორმაციისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” […]

“რატომ აკეთებთ ყველაფერს რომ, ვიზალიბერალიზაცია გაგვიუქმო?” – ფოფხაძე

საქართველოს მთავრობა რატომ აკეთებთ ყველაფერს რომ, ვიზალიბერალიზაცია გაგვიუქმო? აი რატომ, რატომ, რისი გულისთვის? გულთგონხართა?

ამირან გამყრელიძის საგანგებო, საგანგაშო განცხადება

მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს! როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების, ვაკვირდები მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ასი ათასობით მოქალაქე, რომლის მსგავსი მაშტაბის არ მახსოვს. სამწუხაროდ უკვე მე-9 დღეა სახელმწიფო იყენებს, განსაკუთრებით თბილისში, სხვადასხვა ფორმის არაპროპორციულ […]

პროევროპული პროტესტის მეცხრე ღამეს ბექა ყორშია დააკავეს

პროევროპული მასშტაბური დემონსტრაციების მონაწილე, ტელეწამყვანი ბექა ყორშია, პროტესტის მეცხრე ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეგობრები და ახლობლები ყორშიას საათნახევრის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ისინი ჰყვებიან, ტელეწამყვანი ელბაქიძის აღმართიდან გაქრა და მის დაკავებას უფრო გატაცების სახე ჰქონდა. დილის 5 საათის მდგომარეობით, ბექა ყორშიას ადგილმდებარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, […]

მაწვდიან დაუდასტურებელ ცნობებს, რომ „დასაკავებელთა სიაში“ ვარ – ჟურნალისტი მარი ნიკურაძე

ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს, რომ შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მის დაკავებას გეგმავდნენ. „ვნახე სია იმ შესაძლო ადამიანებისა, ვინც, წყაროს თანახმად, უნდა დააკავონ. ამ სიას, სახელებთან და გვარებთან ერთად, ერთვის პირადი ნომრები. ჩემი პირადი ნომერი, რაც მითითებულია, ზუსტია“, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას. ამასთან, გამოცემა „პუბლიკა“ იუწყება, […]

“ეჭვგარეშეა – კალაძეს ბიძინამ მოსთხოვა ამის გაკეთება!” – ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი: ამ რუსებს ჰგონიათ, რომ ახალი წლის ნაძვისხეს დადგამენ!.. თან, მგონი, ორის დადგმა უნდათ! პარლამენტის წინ და რესპუბლიკის მოედანზე! ეჭვგარეშეა – კალაძეს ბიძინამ მოსთხოვა ამის გაკეთება!.. იმ რუსმა კი გომელაურს სთხოვა – დამეხმარეო! საწყლები – თრთიან ბიძინას წინაშე! რომც დადგან და მორთონ! ჰგონიათ, რომ ცეცხლი არ წაეკიდება მეორე დღეს!.. არ დაიფერფლება! რომც გადარჩეს […]

“ფეირვერკების რევოლუციის” მოწყობა უნდოდათ… რა თვითდინებით მისული ხალხი?!” – ბონდო მძინარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი: ,,საღამოს 7 საათზე აქციის დაგეგმვას კერძო და, განსაკუთრებით, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მისვლას ვუკავშირებდი. პრინციპში, ასეც არის. ასევე გამოიკვეთა კიდევ ერთი მიზეზი: ეს არის ფეიერვერკები! ახლა 7 საათზე უკვე ღამეა. ზაფხული რომ იყოს, აქციას 10 საათზე დანიშნავდნენ. “ფეირვერკების რევოლუციის” მოწყობა უნდოდათ. ამიტომაც შეიძინეს დიდი რაოდენობით. ჰოდა, რა […]

აქციის მონაწილეების მსვლელობა დასრულდა

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა თამარაშვილის გამზირზე დაასრულეს. მომიტინგეებმა დღეისთვის პროტესტის დასრულების გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობის მიხედვით მიიღეს. დემონსტრანტებმა საპროტესტო მსვლელობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქცია წყლის ჭავლით და სხვა სპეციალური საშუალებებით დაშალა.

ერთ-ერთი ტიტუშკა სანქცირებული ფარცხალაძის დაჯგუფების წევრი, დავით მიქაძეა – სანაპიროზე მომხდარი ინციდენტის დეტალები

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი “მთავარი არხის” ინფორმაციით, მარჯვენა სანაპიროზე შავი ჯიპიდან გადმოსული ერთ-ერთი ტიტუშკა კრიმინალური ავტორიტეტი, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის დაჯგუფების წევრი, დავით მიქაძეა. ბრონირებული ჯიპი, რომელიც აქციის მონაწილეებთან გამოჩნდა, სწორედ მას ეკუთვნის, იარაღიანი პირი კი მისი პირადი დაცვაა. მარჯვენა სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებს შავი ჯიპებიდან გადმოსული იარაღიანი ტიტუშკები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაკავებულია “საქართველოს უნივერსიტეტის” ლექტორი, არჩილ ჯანგირაშვილი – მედია

მთავარი არხის ინფორმაციით, დაკავებულია “საქართველოს უნივერსიტეტის” ლექტორი, არჩილ ჯანგირაშვილი. ახლობლებს ჯანგირაშვილის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. უცნობია, სად გადაიყვანა პოლიციამ ის