რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, რუსეთმა “რესპუბლიკიდან“ მანდარინის იმპორტი აკრძალა. “რუსულმა მხარემ აკრძალა მანდარინის იმპორტი აფხაზეთიდან სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებით“, – აღნიშნა ბგანბამ. რუსული მედია წერს, რომ აფხაზი ფერმერებისთვის ზამთრის პერიოდში შემოსავლის მთავარი წყარო რუსეთში მანდარინის ექსპორტია და მიმდინარე სეზონზე აფხაზეთიდან რუსეთში 36 000 ტონამდე ციტრუსის იმპორტი იგეგმებოდა.
“ახალგაზრდა, კარგად მოაზროვნე ხელისუფლება უნდა მოვიდე“- ეკა ჩხეიძე

ჟურნალ “გზასთან“ მიმდინარე მოვლენების შესახებისას მსახიობი, ეკა ჩხეიძე საუბრობს და ამბობს, რომ ხალხი ხელისუფლებას ასე არ უნდა ექცეოდეს: “ჩვენს ქვეყანაში რა ხდება და საშინელება, დიდი დაუნდობლობა. თუ ვამბობთ და ვაღიარებთ, რომ ჩვენი მტერი რუსეთია, ახლა სწორედ იმ რუსეთის წისქვილზე ვასხამთ წყალს. არ შეიძლება, შენს ხალხს ხელისუფალი ასე მოექცე. ახალ თაობას ბოლოს რუსის მაგივრად შენ თავად […]
საქართველოში რევოლუციური სცენარი არ შედგა – გია ვოლსკი

საქართველოში რევოლუციას ვერავინ მოაწყობს. რადიკალურ ოპოზიციას „ნაცმაიდნის“ სცენარი უკვე არაერთხელ ჩაუვარდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. „ის რესურსი, რომელიც იყო დაგროვილი კიდევ უნდა გაძლიერებულიყო, გაორმაგებულიყო, თუ არა გასამმაგებულიყო და ეს ყველაფერი იგეგმებოდა 16 დეკემბრის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ევროკავშირისაგან შესაძლოა მოისმინონ უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს შემდგომი ნაბიჯების საკითხთან დაკავშირებით. როგორც ეს იყო, მაგალითად, კანდიდატის […]
ამირან გამყრელიძე სპეცსაშუალებებზე: დამერწუმენეთ, ეს ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა ზიანი შეიძლება, მიადგეს ჯანმრთელობას ცრემლმდენი გაზის და წიწაკის სპრეის ხანგრძლივი გამოყენებით. “მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს! როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების, ვაკვირდები მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც […]
ელენე ხოშტარია რუბლებს ვერ ელევა – სოზარ სუბარი

ელენე ხოშტარია, რომელსაც შერჩა მჭიდრო კავშირები რუსეთთან რუბლებს ვერ ელევა, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს 4 მილიონზე მეტი რუბლი ჩაერიცხა. „ელენე ხოშტარია რუბლებს ვერ ელევა. ეს არის ადამიანი, რომელმაც მიიღო განათლება მოსკოვში და განათლება მიიღო იმ სასწავლებელში, იმ მიმართულებით, სადაც უბრალოდ აგენტებს ზრდიდნენ. იქ ისე უბრალოდ, […]
ევროკომისიის ანგარიში – საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს

იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს, – ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი. „საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა […]
ანზორ კვარაცხელია – ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის

ბოდიშს ვუხდი აქ მჯდომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე, ასევე ჩემ შვილებს, რა პოზიციაშიც ვარ, მათთვის ეს სამაგალითო არ არის, – ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ განაცხადა, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. მან მოსამართლეს ადვოკატების შუამდგომლობის გათვალისწინება სთხოვა, რომლებმაც სასამართლოში კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართეს, ალტერნატივის სახით კი, მოსამართლეს […]
საქართველოს ეროვნული ბანკი – Fitch-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში კვლავ მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება. „2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ საშუალოდ 1% შეადგინა, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროცესზე დაკავებულის ერთ-ერთ ადვოკატს, იამზე ჯღარკავას ევროკავშირის დროშა ტანზე ჰქონდა მოხვეული. მას მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განუმარტა, რომ დარბაზში სახელმწიფო დროშა წარმოდგენილი იყო, შესაბამისად, იმისთვის, პოლიტიკური ელფერი და სხვადასხვა ინტერპრეტაცია არ მიეცეს, მას დროშა უნდა მოეხსნა. […]
გიორგი ვაშაძე – პასუხს აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით – რაც არ უნდა იკრიჭოს კობახიძემ, ხალხი არ გაჩერდება

რომელიმე იმ პოლიციელს გგონიათ, რომ რამე დაგიცავთ? ყველანი პასუხის აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით, ყველანი პასუხს აგებთ ამ სისასტიკეზე. არცერთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება – რაც არ უნდა იკრიჭოს კობახიძემ ხალხი არ გაჩერდება,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი […]