საია: ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს საპროტესტო აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საია-ს ცნობით, 6-7 დეკემბერის საპროტესტო აქცია მშვიდობიანი იყო, მაგრამ შსს-მ სრულად უსაფუძვლოდ აქციის სრულმასშტაბიანი დარბევა დაიწყო. “ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ […]
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ბანკებში დოლარის შეძენის კურსი ისევ მაღალია

ეროვნული ბანკის მიერ შაბათ-კვირისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7753 ლარი გახდა. რაც შეეხება, ევროს, მისი კურსი 2.9365 ლარია. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ბანკებში დოლარის შეძენის კურსი ისევ მაღალია. გთავაზობთ თიბისის და საქართველოს ბანკის მაჩვენებლებს:
“სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!” – გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

“კრაკოვიასა” და საქართველოს ნაკრების მცველ ოთარ კაკაბაძეს პოლონეთში გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ჰკითხეს. 29 წლის უკანახაზელმა თქვა, რომ ამჟამად მის ქვეყანაში ქაოსია და იმედია, ყველაფერი მალე დამთავრდება. “საშობაო არდადეგების გატარებას სამშობლოში ვგეგმავ. ყველა ვხედავთ, რაც საქართველოში ხდება, ეს ქაოსია. ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მინდა. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებსა თუ კვირებში ყველაფერი […]
დღეს, 17:00 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, ყველანი უნდა შევიკრიბოთ თსუ-სთან და მსვლელობით წავიდეთ რუსთაველისკენ – ვაშაძე

დღეს, 17:00 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, ყველანი უნდა შევიკრიბოთ თსუ-სთან და მსვლელობით წამოვიდეთ რუსთაველისკენ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ვაშაძე გასული ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არცერთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება სისასტიკისთვის. „ტერორის ღამე, რომელიც მოაწყო ივანიშვილის რეჟიმმა, მშვიდობიან მომიტინგეებს დაუპირისპირეს უპრეცედენტო ძალა. […]
ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა მიიღო. მოსამართლის განმარტებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულმა სამართალდამცავების […]
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბერში სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, სამართალდარღვევებიდან 53 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 91 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო […]
„მთავარი არხი“ – მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი

მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი,- ამის შესახებ „მთავარი არხის’ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ტელეკომპანია განცხადებაში წერს, „მთავარი არხის“ გუნდი დიდი ხანია არის “ქართული ოცნების” ანგარიშსწორების სამიზნე. „დღეს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე გაიტაცეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. […]
ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ

არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები მორიგ მიმართვას ავრცელებენ და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ. ამის შესახებ მათ 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტი „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ სანქციების დაწესების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს: „ნიღბების უკან მყოფ ადამიანებს ვეუბნები – თქვენ […]
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სამი ევროპული ქვეყნის ლიდერი გამოთქვამს წუხილს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, გვერდზე გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსია და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. […]
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ “კომერსანტს” ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 53 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 91 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. “ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო […]