საქართველოს ეროვნული ბანკი – Fitch-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში კვლავ მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია შენარჩუნდება

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება. „2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ საშუალოდ 1% შეადგინა, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, […]

“ბარსელონა” “ლევერკუზენის” მცველის უფასოდ დამატებაზე მუშაობს

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, “ბარსელონა” “ლევერკუზენის” 28 წლის მცველის ჯონათან ტას უფასოდ დამატებაზე მუშაობს. გერმანელს “ბაიერთან” 2025 წლის ზაფხულში კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება, რის შემდეგაც ნებისმიერ გუნდში გადასვლა უსასყიდლოდ შეეძლება. ფეხბურთელის გადაბირებით პირადად “ბლაუგრანას” თავკაცი ჰანსი ფლიკია დაინტერესებული. “ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკო უკვე შეხვდა ტას წარმომადგენლებს და მოლაპარაკებების პირველი ეტაპი გამართა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში გაემგზავრა, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დეტალები პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ უცნობია. არ საჯაროვდება ინფორმაცია, ვისთან გეგმავს პრეზიდენტი შეხვედრებს. შეგახსენებთ, ცხრა ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 […]

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის იმპორტი აიკრძალა

“ინტერფაქსისითვის” მიცემულ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა, ვალერი ბგანბამ, განაცხადა, რუსეთმა თვითგამოცხადებული „რესპუბლიკიდან“ მანდარინის იმპორტი აკრძალა. მისი განმარტებით, რუსულმა მხარემ აფხაზური მანდარინის იმპორტი სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებით აკრძალა, თუმცა, მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის სანიტარიული სამსახურები „უარყოფენ ციტრუსებში მავნე ბუზის არსებობას“. ცნობისთვის, აფხაზი ფერმერებისთვის ზამთრის პერიოდში შემოსავლის მთავარი წყარო რუსეთში მანდარინის ექსპორტია და მიმდინარე სეზონზე აფხაზეთიდან […]

“ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია” – საია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 6-7 დეკემბერს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. ორგანიზაციის ცნობით, ცხელ ხაზზე, ღამის განმავლობაში 51 დაკავებულის შესახებ შევიდა ინფორმაცია. “ლეგიტიმური პოტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური […]

ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი

პოლიციამ “მთავარი არხის” ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამ დროისთვის ბექა ყორშია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში, რას აცხადებენ ევროკავშირში – “რადიო თავისუფლება”

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ, ბრიუსელში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელენს. რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა დოკუმენტი – ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ. ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს […]

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი გამოთქვამენ წუხილს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, გვერდზე გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსია და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი მხარს […]

მესი: ამ ორმა ადამიანმა “ბარსელონაში” ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, რომელიც ამჟამად მაიამის “ინტერის” ფორმას ირგებს, იმ 2 ადამიანის შესახებ თქვა, რომლებმაც კატალონიურ გრანდში მის წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს. “ბარსელონაში” ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა ორმა ადამიანმა მოახდინა. ეს ხოსეპ გვარდიოლაა, რომლის ხელშიც არაერთი ტიტული მოვიგეთ და დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. გამოვყოფი რონალდინიოსაც. ბრაზილიელი კარიერის საწყის ეტაპებზე ძალიან დამეხმარა”, – ციტირებს მესის […]

აქციის მონაწილეთა დაკავებებზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი , -ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც “კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის […]