ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხულია – მამუკა მდინარაძე

ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ისინი [ოპოზიცია] მაშველ რგოლად მიიჩნევენ, რომ საქართველოში მოასწრონ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სიტუაციის ადუღება, ამას ემსახურება საუბრის დაწყების მოთხოვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა 16-17 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები, რომელზეც, სავარაუდოდ, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება უნდა […]
“ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაში არიან – მამუკა ხაზარაძე

არის ამის საჭიროება თუ არა, გადასული არიან გამხეცებულ დასჯის მეთოდებზე, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება, უფრო დიდი და მასშტაბური იქნება, სანამ არ მივიღებთ კონკრეტულ შედეგს – ახალი არჩევნები, ქვეყნის დაბრუნება ევროინტეგრაციის გზაზე და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები,- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს თსუ-ის ეზოში განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მისივე თქმით, “ქართული […]
ქაოსის საზღვარზე ვდგავართ. ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა – გახარია

ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით – დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ, ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს ასრულებს,- ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა სანქცირების […]
გიგი წერეთელი – პროცესები ისეთ ფაზაშია შესული, უკან დაბრუნება შეუძლებელია – სიძულვილით კი არ უნდა უყურებდნენ ახალგაზრდებს, ხელისუფლების კომპრომისი უნდა იყოს და პროცესების ნორმალიზება მოხდეს

დღეს პროცესები ისეთ ფაზაშია შესული, უკან დაბრუნება, რაც არ უნდა განცხადებები აკეთო, შეუძლებელია, საჭიროა, რომ პროტესტის ხმა იყოს გაგებული, სიძულვილით კი არ უნდა უყურებდნენ ახალგაზრდებს, ხელისუფლების კომპრომისი უნდა იყოს და მაშინ შესაძლებელია პროცესების ნორმალიზება მოხდეს,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს თსუ-თან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა […]
მამუკა მდინარაძე – გავიფიცეთო, ერთმანეთს ეფიცებიან, ვინ გაიფიცა? – რამდენიმე ათეული ადამიანია გაფიცული – რაც გამოსდით ზედმეტ-ნაკლები წარმატებით, ეს არის ბულინგი

გავიფიცეთო, ერთმანეთს ეფიცებიან, ახლა. რა გაიფიცნენ, ვინ გაიფიცა? რამდენიმე ათეული ადამიანია გაფიცული და სულ ეს არის, ოღონდ, რაც გამოსდით ზედმეტ-ნაკლები წარმატებით, ეს არის ბულინგი გარკვეული ადამიანებისა, ვინც, სამწუხაროდ, ამ ბულინგს დაექვემდებარა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, მდინარაძემ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც მისივე თქმით, მას და მმართველი პარტიის […]
იგეგმება თუ არა პარიზში სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა?

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტით გაემგზავრა. პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ ყველა დეტალი უცნობია. თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი, გარდა იმისა, რომ მაკრონსა და სხვა უმაღლეს პირებს შეხვდება, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპთან საუბარსაც მოახერხებს და პირადად მიაწვდის იმ ფაქტებს, რაც საქართველოში ხდება. შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ოფიციალური ცერემონიაზე დასასწყებად დონალდ […]
ზივზივაზეს გოლი არ ჩაუთვალეს – “კარლსრუე” “კაიზერსლაუტერნთან” დამარცხდა

მეორე ბუნდესლიგის მეთხუთმეტე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „კაიზერსლაუტერნთან“ 1:3 დამარცხდა. თავიდან მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 45-ე წუთზე თავურით გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მეორე ტაიმში „კაიზესრლაუტერნმა“ ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა, ბოლოს მარვინ ვანიტცეკმა საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა და მატჩი 3:1 დასრულდა. ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 6.4, whoscored 6.2, […]
მარინა ჩიტაშვილი – ხელისუფლების მიერ საქართველოში რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს ესაუბრა. – ქალბატონო მარინა, იმას, რაც ახლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება, იმაზე მეტი განზომილება აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფაქტია, რომ 28 ნოემბერს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „საქართველო 2028 წლამდე არ დააყენებს ევროკავშირთან ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს,“ მხოლოდ […]
ნიკა მელია – ნინო კვიტაიშვილს „ტიტუშკის“ მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია – საგამოძიებო უწყება ამ ფაქტის გამოძიებას არ იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრს, ნინო კვიტაიშვილს “ტიტუშკის” მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, რის გამოც დასჭირდა ოპერაცია. როგორც მელია „ფეისბუქზე“ წერს, ნინო კვიტაიშვილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. „ტიტუშკების“ ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან […]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება – გადაკეტილია მელიქიშვილის გამზირი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს და შესაბამისად, შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. მსვლელობაში მონაწილეობენ როგორც სტუდენტები, ისე სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები კვლავ ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – […]