“სიმართლე როცა შენს მხარეს არის, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც” – ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს

„სიმართლე როცა შენს მხარეს არის, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის” – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა. მსახიობს სასამართლომ 5 სვა დაკავებულთან ერთად პატიმრობა შეუფარდა 6 ადამიანის: ჯანო არჩაიას, ონისე ცხადაძის, უკრაინის მოქალაქე რუსლან სივაკოვის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაზე გადაწყვეტილება თამარ […]
ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი, ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა – კახა კინწურაშვილი

მსახიობ კახა კინწურაშვილის თქმით, ხალხი არ დაუშვებს „ჯალათური რეჟიმის დამყარებას”. შესაბამისი განცხადება მსახიობმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა. „არაფერი მაქვს სათქმელი. ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი რეალობა, რაშიც ჩაგვაგდო ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის „რუსული ოცნება“, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში დაამყაროს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი, […]
ბიზნესს მოუწოდებენ, საპროტესტო მოძრაობას შეუერთდნენ – ხელისუფლება ზეწოლაზე საუბრობს

გაზაფხულის აქციების მსგავსად, პოლიტიკაში ბიზნესის ჩარევის მცდელობა მიმდინარე პერიოდშიც გამოიკვეთა. როგორც პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, კერძო სექტორზე ზეწოლა და შანტაჟი მიმდინარეობს, რათა პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ყველას, კერძო სექტორსაც აქვს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ზეწოლა და წნეხი დაუშვებელია. „ლიბერალური-ფაშიზმი თუ რამეს თავს დაესხა, პირველ რიგში, ეს იყო ბიზნესი, […]
ლუკაშენკო და პუტინი ბელარუსის ტერიტორიაზე “ორეშნიკის” სისტემის განთავსებაზე შეთანხმდნენ

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა ორეშნიკის განთავსებაზე შეთანხმდნენ. 6 დეკემბერს პუტინმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ბელარუსში ეს სარაკეტო სისტემა განეთავსებინათ. მათ მოაწერეს ხელი უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას. პუტინის თქმით, ორეშნიკის ბელარუსში განთავსება შესაძლებელი მომდევნო წლის მეორე ნახევარში იქნება. პუტინმა აღნიშნა, რომ შეიარაღება რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების […]
,,აღარ მომწეროს არავინ რატომ არ აპროტესტებო, თორემ დედებს მოგი@@@ავთ“ – თემო გვალია

მსახიობი თემო გვალია: ,,აღარ მომწეროს არავინ რატომ არ აპროტესტებო, თორემ დედებს მოგი@@@ავთ გეფიცებით ვინც არ უნდა იყოთ!!!! შენ აპროტესტებ? გააპროტესტე! შენი საქმეა! მე არ ვაპროტესტებ! რატომ?? იმიტომ!!!!!!!! მე მსაყვედურობთ მიშას “კონცლაგერებს” მრავალჯერ გამომვლილ კაცს რატომ არ აპროტესტებო??? არ მითხრათ ეხლა მიშა რა შუაშიაო!? შუაში კი არა, ზუსტად თავშია და ეს ძალიან კარგად იცით თქვენც, ვინც […]
“ახალგაზრდობას დაჩოქილი ვუხდი მადლობას, ასეთი კარგები რომ არიან!” – მურმან ჯინორია

„მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ მათი ცხოვრება ახლა იწყება. უნდათ ისეთი ცხოვრება ჰქონდეთ, როგორიც თვითონ უნდათ. იმიტომ მეცოდებიან, ყველაფერი იქითკენ, მათი სურვილებისკენ რომ არ მიდის. ჩვენ არ ვიცოდით სხვა ქვეყნებში როგორი ცხოვრება იყო, იმათმა იციან და აქაც იგივე უნდათ. ძალიან გულწრფელები, იდეურები არიან. ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… მათი ცხოვრება უნდა იყოს […]
“ექიმებმა რა უნდა ვქნათ, მე გეტყვით, აგერ საჯაროდ” – ჯაბა ზარქუა

ექიმებმა რა ვქნათ, ექიმებმა რა ვქნათ, არის ერთი ფუსფუსი… მე გეტყვით რაც უნდა ვქნათ, აგერ საჯაროდ. ვისაც რითი შეგვიძლია უნდა მოვიპოვოთ აქციების დაწყების დღიდან ვიდრე დღემდე დაზარალებულების შესახებ rough data, არაფერი განსაკუთრებული და წარმოუდგენელი. უნდა ავდგეთ და ხალხს დავულაგოთ რამდენი თანამებრძოლი რა დონეზე ყავთ დაზიანებული. მშრალად. საქმიანად. ეს უნდა ვქნათ გარდა იმისა რომ ქუჩაში შევუერთდეთ […]
“გუშინ დაიჭირეს და გალახეს ჩემი მეგობარი, ექიმი სანდრო მეტრეველი” – ლუკა ქირია

მოქალაქე, ლუკა ქირია: „გუშინ დაიჭირეს და გალახეს სანდრო მეტრეველი, წიგნების თაროში ჩემი გუნდელი, ჩემი უნივერსიტეტელი და მეგობარი. ყურადღებიანი და თბილი ადამიანი, ექიმი. ვინც ამას სენტიმენტალურად და ემოციურად ვერ უყურებთ, პრაგმატულობისთვის გეტყვით: გუშინ პირველად დაიჭირეს ჩემთვის ნაცნობი ადამიანი და შესაბამისად, ერთი ნაბიჯით ახლოს მოვიდნენ ჩემთან. ერთი ნაბიჯით ახლოს მოვიდნენ თქვენთანაც”
რუბიკონი გადალახულია, წითელი ხაზები გადაკვეთილია – გიორგი ისაკაძის გზავნილი ბიზნესს

ყველანაირი რუბიკონი გადალახულია, ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია, სრულიად სხვა ტიპის პორტესტთან გვაქვს საქმე, – ასე მიმართავს ბიზნესმედიის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე ბიზნესს და შეკრებისთვის იწვევს bm.ge-ში ხვალ კვირას 12:30 საათზე. “ეს არის პროტესტი არაკომპეტენტურობის, კორუფციის, დამოკიდებულების და ძალადობის წინააღმდეგ, რომელმაც ამოხეთქა ასი ათასობით ადამიანში თბილისსა და რეგიონებში. შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა საქართველოში. ვილაპარაკოთ, როგორ […]
“წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები“ – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის გამოყენების შედეგებზე წერს. ნარკოლოგი აღნიშნავს, რომ აუცილებელია მათი გამოყენება მკაცრად გაკონტროლდეს. ზურა სიხარულიძე ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში ადგილზე უნდა იყოს სამედიცინო დახმარების ჯგუფი. “ხანგრძლივი გამოყენება წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის (მაგ., ცრემლმდენი გაზი – CS ან CN) შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის […]