კობა ხაბაზს ტიტუშკები თავს დაესხნენ და სცემეს

კოალიცია ცვლილებისთვის ოფისში კობა ხაბაზს ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ირკვევა, რომ პოლიტიკოსს თავში უკნიდან ჩაარტყეს. ხაბაზს დაზიანებები აქვს თავის არეში. პოლიცია მთელ ქალაქშია, ოღონდ, ცემის ადგილას, ან არ არის, ან არის და არ აქვს რეაქცია. უკვე ლამის 1 საათია, მედია პირდაპირ ეთერში, თუ ტექსტურად აშუქებს, ქალაქში შავებში ჩაცმული ბანდების თარეშს, თუმცა, შსს–ს რეაგირება […]
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში უცნობი პირები შეიჭრნენ – ნაცემია ორი პირი, მათ შორის კობა ხაბაზი

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ხმაურია. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ, რომლებიც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი. მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში შესულ პირებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს.
კობა ხაბაზი მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, კობა ხაბაზმა პარტიის ოფისში მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განაცხადა. კობა ხაბაზის თქმით, თავდამსხმელების გეგმა იყო, რომ ვინმე ცნობილი ადამიანი ეცემათ. „მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ლიფტიდან გამოვედი, იქვე კიბეა ოფისში ჩასასვლელი და […]
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ჟურნალისტი და ოპერატორი ნაცემები არიან

ბესიკის ქუჩაზე, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. “ტვ პირველის” ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავი აქვს გატეხილი. დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს. როგორც მაკა ჩიხლაძე ყვება, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ ავიდნენ მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები არ […]
(ვიდეო) – მაკა ჩიხლაძეს ტიტუშკები თავს დაესხნენ, მძიმედ დაშავდა ოპერატორი

რამდენიმე წუთის წინ, ბესიკის ქუჩაძე, “შააბათის ეთერის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს ტიტუშკები თავს დაესხნან. ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეოპერატორ გიორგი შეწირულს. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება. გატაცებულია “ტვ პირველის” სამაუწყებლო აპარატურა.
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული. ორივე მათგანი აცხადებს, რომ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბესიკის ქუჩაზე „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აქციამდე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მოვედით თუ არა, ხელჩართული ბრძოლა იყო და რა თქმა უნდა, დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე […]
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები განალაგეს – ადგილზე განათავსეს ავტობუსებიც, რომლებშიც სავარაუდოდ, სპეცრაზმელები იმყოფებიან

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები განალაგეს. ასევე, ადგილზე განათავსეს ავტობუსები, რომლებშიც სავარაუდოდ, სპეცრაზმელები იმყოფებიან. თავის მხრივ, უშუალოდ აქციის პერიმეტრზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დროისთვის მხოლოდ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან განთავსებულნი.
„კარგმა და პროდუქტიულმა სამმხრივმა შეხვედრამ“ ზელენსკის, მაკრონსა და ტრამპს შორის პარიზში 35 წუთს გასტანა

პარიზში ღვთისმშობლის განახლებული ტაძრის კვლავ გახსნის ცერემონიაზე ჩასული, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთად შეხვდნენ მათ ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს. „კარგი და პროდუქტიული სამმხრივი შეხვედრა“ უწოდა ზელენსკიმ შეხვედრას ელისეს სასახლეში მაკრონთან და ტრამპთან, რომლებსაც მან მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე და სამართლიანად“ – […]
ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და გადამღებ ჯგუფს ნიღბიანები თავს დაესხნენ

ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და გადამღებ ჯგუფს ნიღბიანები თავს დაესხნენ ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. შემთხვევა გრიბოედოვის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა და ტვ პირველის ეთერში პირდარპი ეთერში გადაეცემოდა. ჟურნალისტი გონზეა და აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ტვ პირველის გადამღებმა ჯგუფმა კონსერვატორიასთან გადაიღო პირები, რომელიც მოქალაქეებს ესხმოდნენ თავს, გადამღებ […]
გერმანიაში, სადაც 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 579 ბუნკერია, რომელთაც 480 000 ადამიანის დატევა შეუძლიათ – გერმანია თავშესაფრების ადგილმდებარეობების აპლიკაციას ამზადებს

გერმანიაში, სადაც 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 579 ბუნკერია, რომელთაც 480 000 ადამიანის დატევა შეუძლიათ – გერმანია თავშესაფრების ადგილმდებარეობების აპლიკაციას ამზადებს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ჩატარდება ყველა შენობის, მათ შორის სარდაფების, მიწისქვეშა ავტოფარეხების და მეტროსადგურების ინვენტარიზაცია, რომლებიც თავშესაფრებად შეიძლება იყოს გამოყენებული. რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ბერლინი ცდილობს, გაზარდოს იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც, თავდასხმის შემთხვევაში, […]