ფურცელაძის ქუჩაზე ტიტუშკები ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფურცელაძის ქუჩაზე ტიტუშკები ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათგან ერთ-ერთს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნაცემ მოქალაქეს სასწრაფოს მანქანაში ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ.

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს ტიტუშკები თავს დაესხნენ

ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, შაბათის ეთერის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. როგორც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვება ტიტუშკები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკა წაართვეს. ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჩიხლაძის თქმით, პატრულმა ეს ყველაფერი დაინახა, თუმცა რეაგირება არ ჰქონია. “მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე […]

კობა ხაბაზს ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

კოალიცია ცვლილებისთვის ოფისში კობა ხაბაზს ტიტუშკები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ხაბაზი ჰყვება, მას თავში უკნიდან ჩაარტყეს, რის შემდეგაც დაეცა. მისი თქმით, დაცემის შემდეგ ტიტუშკებმა მისი ცემა გააგრძელეს. ხაბაზს დაზიანებები აქვს თავის არეში. ტიტუშკებმა გაქვევა მოახერხეს.

ჩავიდა ახლა ეს მავნებელი ქალი საფრანგეთში, იქნებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, რაიმე სახის დეზინფორმაციით შეცდომაში შევიყვანოო-გამორიცხული თემაა

გიორგი გამსახურდია პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას ეხმიანება. გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის და დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრაზეც წერს და აღნიშნავს, რომ “გამორიცხული თემაა”. “ჩავიდა ეხლა ეს მავნებელი ქალი საფრანგეთში, იქნებ აშშ არჩეული პრეზიდენტი, რაიმე სახის დეზინფორმაციით შეცდომაში შევიყვანოო. გამორიცხული თემაა ეგ, კარგად უწყის იმ კარგმა კაცმა […]

შსს დარბევისას, სავარაუდოდ, რუსეთიდან ჩამოტანილ ნივთიერებებს იყენებს – მედია

რა ნივთიერებით წამლავს სპეცრაზმი ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უკვე მეათე დღეა? – ექიმები განმარტებებს ითხოვენ და ამბობენ, რომ ის რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, მომიტინგეების სიცოცხლისთვის საშიშია. მათივე მონაყოლით, აქციების დასარბევად გამოყენებული ნივთიერებები საფრთხეს უქმნის რუსთველზე მცხოვრებ ადამიანებსაც, რომლებსაც მომწამვლელი საშუალებების ყოველდღიურად სუნთქვა უწევთ. თვალებისა და ყელის წვა, კანის სიწითლე, ხველა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება -ეს პირველი და […]

დონალდ ტრამპთან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ – ტრამპი

დონალდ ტრამპთან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, სამართლიან მშვიდობაზე ვისაუბრეთ – ტრამპი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს. „მქონდა კარგი და პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ელისეს სასახლეში. პრეზიდენტ ტრამპი, როგორც ყოველთვის მტკიცეა. მადლობას ვუხდი მას. ასევე […]

მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისათვის თავდადებისათვის – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები

მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისათვის თავდადებისათვის – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პროევროპულ პროტესტს უერთდებიან. ემიგრანტები ასევე გმობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას და წერენ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, არჩევნების […]

კიტეიშვილის საგოლე გადაცემა – “შტურმმა” გაიმარჯვა

ავსტრიის ბუნდესლიგის მეთექვსმეტე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ტიროლი“ 3:0 დაამარცხა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით ბაკერი იატამ გაიტანა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: sofascore 7.4, flashscore 7.0. გრაცული გუნდი 36 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში „ლილთან“ გამართავს. ტიროლი – შტურმი 0:3 გოლები: 0:1 ბიოვინგი (15), 0:2 […]

პარიზში დონალდ ტრამპის, ემანუელ მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან პარიზში სამმხრივი შეხვედრა გამართა, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. შეხვედრას წინ უძღოდა დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის ორმხრივი შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. „როგორც ჩანს, მსოფლიო ახლა ცოტა გიჟდება და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს მაკრონთან მოლაპარაკების წინ. […]