„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელსაც თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავის არეში აქვს რამდენიმე ჭრილობა. რაც შეეხება დაშავებულ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სახის არეში აქვს მიღებული დაზიანებები. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, გამოძახების მიუხედავად, საპატრულო პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია და ადგილზე ამ დრომდე არ მისულა. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადას, […]
შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, მათ შორის კობა ხაბაზის მიმართ თავდასხმაზე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები კი საგამოძიებო სამსახურშია გადაგზავნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტზე, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი, უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტებს შორისაა ოპოზიციონერ პოლიტიკოს კობა ხაბაზზე თავდასხმის შემთხვევაც. რაც შეეხება „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, ფაქტები შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი. თავის მხრივ, საგამოძიებო სამსახურს მომხდარზე კომენტარი […]
“პოლიცია იდგა 2 მეტრში… 10 კაცი მირტყამდა თავში ფეხს” – პოლიცია ქუჩებში ცემას გვერდიდან უყურებს

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მას და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავს შავფორმიანები პირდაპირ ეთერში დაესხნენ: “ჩვენი ინფორმაციით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს ბესიკის ქუჩის კუთხეში და მოვედით გადასაღებად. 30-ზე მეტი შავებში ჩაცმული ადამიანი იყო ნიღბებით, რომლებიც ურტყამდნენ ბიჭებს, ვკითხე ვინ ხართ, რატომ მოხვედით აქ და გამოეყო რამდენიმე ადამიანი ამ ჯგუფს დაგვესხნენ თავს […]
რატომ ვერ გაიფიცება და არ უნდა გაიფიცონ ბანკები – ლევან სურგულაძის და საქართველოს ბანკის განმარტება

საბანკო ოპერაციების გათიშვა (თუნდაც, ვითომდა “უვნებელი” ერთდღიანი და “გამაფრთხილებელი”) დამღუპველი და უმძიმესი გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება ეკონომიკასა და საზოგადოების უკლებლივ ყველა (!) წევრისთვის, მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი თუ პოლიტიკური პოზიციისა, – ასე პასუხობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლევან სურგულაძე ეროვნული ბანკის კიდევ ერტი ყოფილი პრეზიდენტის (2009-2014), გიორგი ქადაგიძის მოწოდებას კომერციული ბანკების გაფიცვაძე. როგორც სურგულაძე, ქადაგიძის პასუხად, […]
ომბუდსმენი ტიტუშკების მიერ მოქალაქეებზე თავდასხმებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ტიტუშკების თავდასხმას და მოუწოდებს “საპოლიციო ძალებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და უზრუნველყონ ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხოება”. “ბოლო ერთი საათის განმავლობაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს და ტვ პირველის ჟურნალისტებს. სახალხო დამცველი მოუწოდებს რუსთაველის […]
კობა ხაბაზი მასზე თავდასხმის დეტალებს ჰყვება

როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, კობა ხაბაზმა პარტიის ოფისში მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განაცხადა. კობა ხაბაზის თქმით, თავდამსხმელების გეგმა იყო, რომ ვინმე ცნობილი ადამიანი ეცემათ. „მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ლიფტიდან გამოვედი, იქვე კიბეა ოფისში ჩასასვლელი და […]
როგორ საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკით, ჩიხში ვართ – ზვიად ჭუმბურიძე

„ჩვენი ქვეყანა დღეს არის როგორც საშინაო პოლიტიკის მხრივ ჩიხში, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით, აბსოლუტურად გაუგებარ, ბუნდოვან და წარმოუდგენელ ვითარებაში“, – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „360 გრადუსი“ ევროკავშირი – საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორი აღარ დარჩა და ასევე გაუარესებულია რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობის ხარისხი. „დამისახელოს ნებისმიერმა ჩემმა კოლეგამ […]
“ლანძღავთ კაცს რომელმაც დაგზარდათ, ეს არაა სწორი გზა” – ლევან ხურცია განცხადებას ავრცელებს

მსახიობი ლევან ხურცია განცხადებას აკეთებს: „რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბნ.სტურუას ვგულისხმობ, – წერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია, სოციალურ ქსელში. . მისი განცხადებით, უკვე მოთხოვნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა საკუთარი შეხედულება დაგმოს, ვინაიდან მოლოდ კონკრეტული […]
ვიდეო: “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს თავს პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ.

“ტვ პირველის” ჟურნალისტ, მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, საპროტესტო აქციის გაშუქებისას მოხდა, როდესაც ის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. ოპერატორს თავი აქვს გატეხილი. ნახეთ კადრები:
EU-ში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 12 % გაიზარდა – ანგარიში

2023 წელს, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა, – ამის შესახებ აღნიშნულია იზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ მომზადებულ მეშვიდე ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. ანგარიშის თანახმად, ასევე, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3680 მოქალაქეს ეთქვა, რაც […]