საგამოძიებომ TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის […]

მდინარაძე: 99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “გმობს” ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, თუმცა ასევე ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა, “პროვოკაცია იყოს”. მდინარაძემ იმედის ეთერში ამტკიცა და “პასუხისმგებლობა აიღო”, რომ მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულზე თავდამსხმელები არც პოლიციელები არიან და არც მათი მხარდამჭერები. ” ახლა ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი, ამავდროულად ამორალური ინციდენტი. ეს არის ერთი მხრივ მავნებლობა. მე […]

“წინ მედგა პატრული, 30 “ტიპი” “დუბინკით” მცემდა და უყურებდა” – მსახიობი გიორგი მახარაძე

საპატრულო პოლიციის უმოქმედობა და კიდევ ერთი ნაცემი მსახიობი – გიორგი მახარაძეს, 30-მდე ტიტუშკა დუბინკით, ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, ამ ყველაფერს პატრულის თანამშრომლები საკუთარი თვალით უყურებდნენ და რეაგირება არ ჰქონიათ: “წინ მიდგას პატრული და 30 ტიპი დუბინკით მცემს და უყურებენ. ასე უყურებენ და 30 ტიპი დუბინკით მარტოს მცემენ, მატრიალეს, 10 წუთი მცემეს და დგანან ესენი და […]

“გაუთვალისწინებელი ინციდენტია” – მდინარაძე ქალაქში მოთარეშე ბანდებზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე “TV პირველის” გადამღებულ ჯგუფზე თავვდასხმას “გაუთვალისწინებელ ინციდენტს” უწოდებს. ის “იმედზე” ამტკიცებს, რომ “99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”. “ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამორალური ამავდროულად. ეს არის მავნებლობა. 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე”, – თქვა მდინარაძემ. “TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა […]

“შაბათის ეთერის” ოპერატორს მძიმე დაზიანება თავის არეში აღენიშნება – გიორგი შეწირული და მაკა ჩიხლაძე კლინიკაში გადაჰყავთ

“ტვ პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორს, გიორგი შეწირულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება – მას და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს ბესიკის ოთხ ნომერში “ქართული ოცნების” ტიტუშკები თავს დაესხნენ და ჯგუფურად გაუსწორდნენ. ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნიღბიანი მამაკაცები მაკა ჩიხლაძეს ურტყამენ და ძირს აგდებენ. კიდევ ერთ კადრებში კი წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს. კადრებით დასტურდება, […]

კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიცია “ცვლილებისთვის” ოფისში

თბილისში ბესიკის ქუჩაზე მდებარე ოფისში კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრს კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას დაზიანებები აქვს თავზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, როგორც კოალიციაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან ნაცემია კიდე ორი ადამიანი, კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. შემთხვევა 7 დეკემბერს საღამოს 10 საათისთვის მოხდა. კოალიციის ოფისში შავებში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანი შეცვივდა. ეს ჩანს ოფისის სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებშიც. […]

გიორგი ვაშაძე – „ტიტუშკების“ ამოქმედება სუფთა რუსული სცენარია – ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა, ბოლო გაბრძოლება

„ტიტუშკების“ ამოქმედება სუფთა რუსული სცენარია. ეს არის რეჟიმის ბოლო ფაზა, ბოლო გაბრძოლება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ნიღბიანი პირების მიერ ჟურნალისტების ცემასა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში შევარდნას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ „დღეს ბიძინა ივანიშვილმა […]

მამუკა ხაზარაძე – „ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე

პირადად ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! -ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას. როგორც ხაზარაძე წერს, აღნიშნული ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. „ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე, სიმართლეზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც აშიშვლებენ რეჟიმს. მალე გაეცემათ […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება, ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის” თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

სირიის პრეზიდენტი დამასკოდან გაიქცა – CNN

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ამბოხებულებმა სირიაში წარმატებით დაიწყეს შეტევა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. CNN-ის ცნობით, პრეზიდენტი ამ დროისთვის დედაქალაქ დამასკოში არ იმყოფება. სირიის პრეზიდენტის აპარატის ოფიციალური ვერსიაა, რომ ასადი დედაქალაქიდან არსად გაქცეულა, თუმცა, ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ სირიის პრეზიდენტი ამჟამად ქალაქში არ იმყოფება, რასაც ადასტურებს თუყნდაც იმით, რომ ასადის საპრეზიდენტო დაცვა აღარ იმყოფება მის […]