გიორგი ვაშაძე: „ივანიშვილის [ტრამპთან დაკავშირებული ] ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა“

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ბიძინა ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“. გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას. „ასადის მსგავს ადამიანებთან ამერიკა არასდროს არ ლაპარაკობს. […]
ესტონეთი ევროკავშირისგან ბალტიის ქვეყნების სოფლის მეურნეობისთვის უფრო სამართლიან გადახდებს ითხოვს

ესტონური გამოცემა „პოსტიმეესის“ ცნობით, რეგიონულ საქმეთა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, პირეტ ჰარტმანი მიიჩნევს, რომ ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთობლივი მუშაობა ესტონეთს, ევროკავშირში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, უკეთეს შანსს მისცემს. ჰარტმანი ამბობს: „უკვე 20 წელია, ევროკავშირის წევრები ვართ, მაგრამ ჩვენთვის პირდაპირი სასოფლო-სამეურნეო გადახდები (კომპენსაციები) საშუალოზე დაბალია“. „არადა, აქ წარმოების რესურსების ღირებულება ხშირად უფრო მაღალია, კლიმატური პირობები კი – […]
“ხელისუფლება ძალადობრივად ახშობს მშვიდობიან პროტესტს” – მომღერალი თამთა გოდუაძე მიმდინარე მოვლენებზე

მომღერალი თამთ გოდუაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და კომენტარს აკეთებს: “ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. სწორედ ამ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქციები იმართება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. აქციები ხშირად სრულდება სპეცრაზმის მიერ დარბევით. ამ […]
“ეძებენ მსხვერპლს, უნდათ რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ და საწადელს მიაღწიონ”- გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციას ორი გვამის ავტორი პოლიტიკურ ძალას უწოდებს და აცხადებს, რომ როდესაც მათ თითქმის კრახი განიცადეს ქუჩაში, ამ ჯერზე ეძებენ მსხვერპლს. “რადიკალური ოპოზიციისათვის, ყველას გვახსოვდეს რომ ადამიანის სიცოცხლეს აქვს ჩალის ფასი. მათმა ცალკეულმა ლიდერებმა, ძალაუფლებაში ყოფნისას, ეს სიტყვებით და საქმით დაადასტურეს. ახალგაზრდების გვამებით გადაავსეს ქუჩები, სიცოცხლე დაუსახიჩრეს […]
ყველა ის ადამიანი, ვისაც ფეხებით შესდგნენ, რიგითი ანწუხელიძეა — ივა ჭყონია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ივა ჭყონია ამბობს, რომ საკუთარი თვალით იხილა, როგორ მოუძღვებოდა ორი საპატრულო ეკიპაჟი არაიდენტიფიცირებად დაჯგუფებას, რომელიც სასტიკად გაუსწორდა წუხელ თბილისის ქუჩებში მედიის წარმომადგენლებს და პარტია „ახალის“ ოფისში კობა ხაბაზს. ამის შესახებ ივა ჭყონიამ ბარიერგადალახული, პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „სახეზეა სახელმწიფოს სრული კოლაფსი. ჩამოშლილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. სამართალდამცავები საერთოდ აღარ არსებობენ. გუშინ ჩემი […]
ნიკა გამყრელიძე: გამოსავალი ერთადერთია – უპირობოდ ყველა დაპატიმრებულის გამოშვება და ახალი არჩევნები

ბიზნესმენი ნიკა გამყრელიძე აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობიდან მარტივი გამოსავალი არ არის და ახლა მთავარია, თავისუფლების მოყვარული ხალხის ხმა გაგებული იყოს. “ბიზნესის კვირეულის” სპეციალურ ეთერში, სადაც ბიზნესმენები შექმნილი მდგომარეობის განმაპირობებელ ფაქტორებსა და გამოსავალზე მსჯელობენ, ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს, რომ საზოგადოების და მათ შორის ბიზნესის სიჩუმე შექმნა ის ვითარება და დღეს ერთადერთი გამოსავალი ყველა დაპატიმრებულის გამოშვება და ახალი […]
“გამოსავალი უნდა ვიპოვოთ… რაც უფრო მეტი ბიზნესი ვიქნებით, უფრო მეტი ამოიღებს ხმას“ – თამარ ბაღდავაძე

“გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, მგონია, რომ დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის”, – ამის შესახებ სასტუმრო „კოსტეს“ მმართველმა პარტნიორმა, თამარ ბაღდავაძემ BMGTV-ის სპეცეთერში ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ბიზნესი იქნება ღიად წარმოდგენილი, მით მეტი ამოიღებს ხმას. „ყოველდღე ვისმენთ როგორ უცხადებენ მადლობას პოლიციელებს, რომლებიც გვასისხლიანებს და გვშლის. ყველანაირი ემოცია ფარავს იმას, რომ ჩავერთო […]
“სიკვდილის ტოლფასია ასეთი საქართველოს ყურება” – ნატო გელაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

„სიკვდილის ტოლფასია ასეთი საქართველოს ყურება… ამას სიძულვილიც აღარ ჰქვია!!! გამწარებული დედები ყველა მეომარზე დიდი მეომრები არიან…” ამ სიტყვებით ეხმაურება მომღერალი ნატო გელაშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
„სასწრაფოდ დააკავეთ და სამაგალითოდ დასაჯეთ ეს გაუგებარი არსებები, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს…“ – ლიკლიკაძე

„სასწრაფოდ დააკავეთ და სამაგალითოდ დასაჯეთ ეს გაუგებარი არსებები, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს…“ – ლიკლიკაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება დათო ლიკლიკაძე. როგორც ლიკლიკაძე წერს, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის ცემა ყველა ზღვარს სცილდება. „სასწრაფოდ დააკავეთ და სამაგალითოდ დასაჯეთ ეს გაუგებარი არსებები, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს. პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის ცემა ყველა ზღვარს სცილდება. ვგმობ ამ […]
ვატო არველაძე: „ეს არის მშვიდობით ევროპისკენ? ვინც მართლა უნდა გვაყვარებდეს ქვეყანას და გვერდში ედგას ხალხს, სულ ისინი რატომ გვაზიზღებენ ყველაფერს? სამარცხვინო დღეში ვართ“

ვატო არველაძე: „ეს არის მშვიდობით ევროპისკენ? ვინც მართლა უნდა გვაყვარებდეს ქვეყანას და გვერდში ედგას ხალხს, სულ ისინი რატომ გვაზიზღებენ ყველაფერს? სამარცხვინო დღეში ვართ“ ფეხბურთელი ვატო არველაძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმას ეხმაურება. არველაძე წერს, რომ ამ კადრების გაზიარების რცხვენია. „ეს არის მშვიდობა რაც 2 კვირაა ხდება ქვეყანაში? ეს არის მშვიდობით […]