“ეძებენ მსხვერპლს, უნდათ რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ და საწადელს მიაღწიონ”- გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

გამსახურდია რადიკალურ ოპოზიციას ორი გვამის ავტორი პოლიტიკურ ძალას უწოდებს და აცხადებს, რომ როდესაც მათ თითქმის კრახი განიცადეს ქუჩაში, ამ ჯერზე ეძებენ მსხვერპლს.

“რადიკალური ოპოზიციისათვის, ყველას გვახსოვდეს რომ ადამიანის სიცოცხლეს აქვს ჩალის ფასი. მათმა ცალკეულმა ლიდერებმა, ძალაუფლებაში ყოფნისას, ეს სიტყვებით და საქმით დაადასტურეს. ახალგაზრდების გვამებით გადაავსეს ქუჩები, სიცოცხლე დაუსახიჩრეს და მოუსპეს უამრავ პატიმარს.

ორი გვამის ავტორი პოლიტიკური ძალა, მერწმუნეთ, როდესაც მათ თითქმის კრახი განიცადეს ქუჩაში, ამ ჯერზე ეძებენ მსხვერპლს.ვინაიდან და რადგანაც უნდათ რომ მაქსიმალურად სიტუაცია დაძაბონ და საწადელს მიაღწიონ. დიდი სიფრთხილე გვმართებს, ეს ისეთი სახიფათო ხალხია, რომ მათგან მოსალოდნელია ადამიანის,ან ადამიანების სიცოცხლე გასწირონ ამ პროცესებში. მჯერა და მწამს, ჩვენი ღირსეული სამართალდამცველების, რომ მსგავს რამეს ჩანასახშივე აღკვეთავენ.

უდიდესი სიფრთხილე გვმართებს ამ ყველაფერზე წამსვლელ ხალხთან.უდიდესი!!!,“- წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია