“მჭირდება თუ არა რონალდო “ფენერბაჰჩეში”? – რა უპასუხა მოურინიომ ჟურნალისტს

“ფენერბაჰჩეს მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა თურქული კლუბი “ალ ნასრის” ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს დამატებას. პორტუგალიელმა სპეციალისტმა რონალდოს “ფენერში” გადასვლა კატეგორიულად გამორიცხა. “3 ძალიან კარგი ცენტრალური თავდამსხმელი მყავს, ამიტომ რონალდოს საჭიროებას ვერ ვხედავ. კრიშტიანო შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ჩემი ფორვარდების თამაშით კმაყოფილი ვარ. რონალდო საუდის არაბეთში გოლების გატანას განაგრძობს, მას ახლა ორი მიზანი […]

„TV პირველის“ ჟურნალისტების მდგომარეობა სტაბილურია – ამბობენ „ინგოროყვას“ კლინიკაში

„TV პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული იგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩებიან. მათ მუშაობის დროს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ტელეკომპანიის თანამშრომელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ინგოროყვას კლინიკის“ ნევროლოგია / ინსულტის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინი ხარაიშვილმა ისუბრა მედიასთან. მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. · „მაკას [ჩიხლაძეს] აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე მარცხენა თვალის არეში კონიქტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, […]

ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლა არაა, თქვენიცაა! – ნოდარ სირბილაძე ბიზნესს მიმართავს

ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე ბიზნესს მიმართავს: “ძვირფასო ბიზნესო, თუ ფიქრობ რომ ახლა “დუმილი ოქროა რჩეული”, ცუდი ამბავი მაქვს, ეს პროცესი მალე ხელშესახებად დაგარტყავთ თქვენც და თქვენს ბიზნესსაც.ეს პროცესი დაწყებულია უკვე, ევროკავშირშის ქვეყნებში ვინც კი რაიმეს ცდილობს, უკვე ბევრს ურთიერთობები აქვს გაჩერებული იქაურ ბიზნესმენებთანძ მიზეზი ქვეყნის კურსია. თუ არ გჯერათ ექსპორტის განვითარების ასოციაციას კითხეთ. ოღონდ ეს დასაწყისია, […]

ასადის თვითმფრინავმა კურსს გადაუხვია, სირიული წყაროები შესაძლო ავიაკატასტროფაზე საუბრობენ

Reuters-ის ინფორმაციით, დამასკოდან გაქცეული ბაშარ ალ-ასადის თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოვარდა, ხოლო პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გამოცემა ორ სირიულ წყაროს ეყრდნობა. ერთ-ერთმა ალ-ასადის თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორიის ფოტო გამოაქვეყნა. გაქცეული პრეზიდენტი სირიის დასავლეთისკენ, მისდამი ლოიალურ რეგიონში მიფრინავდა, მოულოდნელად თვითმფრინავმა გეზი იცვალა და რუკიდან გაუჩინარდა. “ის რადარებიდან გაქრა, შესაძლოა იმიტომ რომ ტრანსპონდერი გათიშეს, მაგრამ მიაჩნია, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია”. – ციტირებს […]

ქართული ბიზნესის ხმა ევროინტეგრაციისთვის -“ბიზნესის კვირეულის” სპეცეთერი/LIVE

საქართველოს ბიზნესის ხმა ევროინტეგრაციისთვის და უსამართლობასთან შეუგუებლობისთვის – 8 დეკემბრის “ბიზნესის კვირეულის” ეთერში საქართველოს ბიზნესლიდერები შეიკრიბნენ, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. “BMG-ზე ყოველ კვირას ვაჯამებთ კვირის მთავარ ამბებს ეკონომიკაში და ბიზნესში, შევიკრიბოთ კვირას შევიკრიბოთ სტუდიაში და ვისაუბროთ. ვისაუბროთ ამ ყველაფერზე რაც ხდება ქვეყანაში. თქვენი კომპანიების, დიდი ნაწილის განცხადებები და პოზიცია წაიკითხა საზოგადოებამ, […]

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება. „ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს იგეგმება ალექსის გამოღვიძება, უნდა ნახონ, რა მდგომარეობაში არის. გუშინ, დილიდან საძილე პრეპარატების შემცირება დაუწყეს და დღეს უნდა შეაღვიძონ, რომ მდგომარეობა ნახონ. კლინიკიდან გაწერაზე ჯერ საუბარი ზედმეტია, რადგან ძალიან […]

ხდება ის, რაც დაწერილი იყო “ნაცმაიდანისათვის” დასავლეთის კაბინეტებში

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის რაც დაწერილი იყო ნაცმაიდანისათვის დასავლეთის კაბინეტებში. მაგრამ ნახეს რა, რომ ეს სცენარი საქართველოში სრულად არ გამოდგა გზადაგზა შეიტანეს მასში ცვლილებები. ანტისახელმწიფოებრივ და ანტიქართული ელემენტები მოქმედებას იწყებენ ღამის საათებში, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, თბილისში მიმდინარე აქციების შესახებ სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ხალხზე გავლენის მოსახდენად და ქუჩაში გამოსაყვანად, დიდი ალბათობით […]

მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებზე პრემიები გაიცა

საქართველოს მთავრობამ თანხმობა გასცა იმაზე, რომ მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებმა კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსთვის 225 329 ლარის პრემია მიიღონ. პრემიების ანაზღაურება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 29 ნოემბრით არის დათარიღებული. პრემიები 156 საშტატო და 30 არასაშტატო თანამშრომელზე გაიცემა. “ფულადი ჯილდო 156 საშტატო თანამშრომელზე – 198 715 ლარის, […]

გიორგი ვაშაძე – სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, „ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“

სალომე ზურაბიშვილის ტრამპთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბიძინა ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, „ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას გამოეხმაურა. მისივე შეფასებით, „ასადის მსგავს […]

საქართველოში ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმია — გია ჯაფარიძე

„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციაშია და მოუწოდა ივანიშვილის „სისხლიანი რეჟიმის პროპაგანდისტული საყრდენის“, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებს, ხალხის მხარეს დადგნენ. ამის შესახებ გია ჯაფარიძემ ბარიერგადალახული, პროევროპული ოპოზიციის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „გრძელდება „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია. გუშინ, პარიზში იყო ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიშანსვეტის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიალი, სადაც არალეგიტიმური […]