“რამ მიგვიყვანა აქამდე? – ალბათ იმან, რომ ვიყავით გაჩუმებულები” – “ნუტრიმაქსის” მმართველი პარტნიორი

„ფულის მკეთებლად არ უნდა გადავიქცეთ, ფულის კეთება შესაძლებელი იქნება მერეც, თუ სისტემის ნაწილი გახდები, ვინაიდან რუსეთშიც აკეთებენ ფულს. ნამდვილი ბიზნესის შენება კი შეუძლებელი გახდება“ – ამის შესახებ „ნუტრიმაქსის“ მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ BMGTV-ის სპეცეთერში განაცხადა, სადაც ბიზნესები მსჯელობენ, როგორ მივიდა ქვეყანა შექმნილ ვითარებამდე და სად არის გამოსავალი. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კომპრომისია, რისთვისაც […]

ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული – ეკა სეფაშვილი

„ძალადობას გამართლება არ აქვს! ჟურნალისტებზე, უბრალო მოქალაქეებზე, სამართალდამცველზე, თუ პოლიტიკოსებზე თავდასხმები და ძალადობა ერთნაირად მიუღებელია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი წერს. მისი თქმით, ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული. „თავდასხმის უმძიმესი კადრები ვრცელდება. ეს მხოლოდ მათი ნახელავია: ვისაც სახელმწიფოს ძალისმიერი გადატრიალება უნდა; ვისაც უშინაარსო აქციების მუხტის აწევა და ხალხის […]

„გამარჯვებებით სავსე ქალაქი“ – 2025 წლისთვის თბილისის საახალწლო სლოგანია

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2025 წლისთვის დედაქალაქის საახალწლო სლოგანი „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“ იქნება. ამ წარწერას უკვე ამონტაჟებენ თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე. რატომ გადაწყდა ამ სლოგანის შერჩევა, ამის გარკვევას რადიო თავისუფლება დედაქალაქის მერიაში ცდილობს. როგორც წესი, სლოგანთან დაკავშირებით მერი, კახა კალაძე საუბრობს ხოლმე. ნაძვის ხეს, რომელსაც თავისუფლების მოედანზე აწყობენ, თბილისის მერია ბოლო წლებია იყენებს საახალწლო სლოგანების გასაჟღერებლადაც. […]

შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს აქვს ძალიან მაღალი ფასი – ნიკა გამყრელიძე

არსებული მდგომარეობიდან მარტივი გამოსავალი არ არის, – ასე ფიქრობს ბიზნესმენი ნიკა გამყრელიძე, რომელმაც საკუთარი მოსაზრება BM.GE-ში შეკრებულ ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. “როგორ მივედით აქამდე? – ბევრი რამ არის ამის განმაპირობებელი, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი რაც არის, ეს ჩვენი – ბიზნესის სიჩუმეა, ის თამაშის წესები, რომელიც წლებია არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც საბჭოთა დროიდან გადმოგვყვა – „ცეხავიკური“ თამაშის […]

გამოსავალი სამუშაო ჯგუფების შექმნაშია – თამარ ბაღდავაძე

“გამოსავალი სამუშაო ჯგუფების შექმნაშია, რომელიც შეიმუშავებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას,” – ასე ფიქრობს სასტუმრო „კოსტეს“ მმართველმა პარტნიორი, რომელმაც საკუთარი მოსაზრება BM.GE-ში შეკრებულ ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. თამარ ბაღდავაძე დარწმუნებულია, რომ ყველა ტიპის და ფორმის, ზომის და მსოფლმხედველობის ბიზნესს აერთიანებს ერთი რამ: ასეთ საქართველოში ცხოვრება არავის უნდა. „მგონია, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, სადაც იქნებიან იურისტები, გვყავს აუდიტორული […]

ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

– 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ-სლემზე ზედიზედ მეორედ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ძიუდოისტი ფინალში ლეგენდარულ სანშირო მურაოსთან დამარცხდა. ლუკა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი დაამარცხა, შემდეგ კი ესტონელ კალიულადს სძლია. ნახევარფინალში კი მაისურაძემ იაპონელ კომეი კავაბატს აჯობა. შეგახსენებთ, აღნიშნულ ტურნირზე 44 ქვეყნის 274 სპორტსმენი მონაწილეობდა.

“EU-ს და აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე საქართველოს მომავალი მსოფლიო რუკაზე ძალიან ბუნდოვანია” – NUTSGE მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება

NUTSGE ემიჯნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირთან თუნდაც დროებითი კავშირის გაწყვეტა თხილის ინდუსტრიას დააზიანებს. ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს მომავალი მსოფლიო რუკაზე ძალიან ბუნდოვანია. “კომპანია NUTSGE ემიჯნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას – 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის თუნდაც […]

თბილისში და ბათუმში მედიის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამასთან, მედიის მხარდამჭერი აქცია დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზეც გაიმართება. როგორც „ტვ პირველის“ ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, სოციალურ ქსელში წერს, ახლა ერთად დგომის დროა. „ტელევიზიები, განსაკუთრებით ოპერატორები, ჟურნალისტები და ჩართვის ოპერატორები ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვიდექით. წლებია ამ ჩემთვის საყვარელ პროფესიაში ვარ და არასდროს ვაქცევდით […]

ჩინეთში ქართველი სტუდენტები, დიასპორა: საქართველოს ელჩმა ჩინეთში თავისი პოზიცია დააფიქსიროს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოღვაწე ქართველი სტუდენტებისა და დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანი ელჩის ჩინეთის რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძის მისამართით მიმართვას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ისინი უმკაცრესად გმობენ საქართველოში განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს, ასევე მოსახლეობაზე, ჟურნალისტებზე, სტუდენტებზე ძალადობას. ისინი მიმართავენ საქართველოს ელჩს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რათა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. “ჩვენ, ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, უმკაცრესად […]

საპატრიარქო – „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება – მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიონ და ალაგმონ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში

ცხადად ვდგავართ სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირების წინაშე, ამიტომ სასწრაფოდ მიღებულ უნდა იქნეს გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესის ხელშესაწყობად, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. საპატრიარქოს განმარტებით, „ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. საპატრიარქო მოუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს, […]