ირაკლი კობახიძე – „ნაცები” არიან უნიათო რევოლუციონერები, გაგრძელდება მაღალი ტემპით ეკონომიკის განვითარება, კურსი იქნება სტაბილური და ბიზნესს ექნება ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ შეუფერხებლად აწარმოონ საქმიანობა

„მაიდნის“ მოწყობის მეოთხე მცდელობა იყო ოთხ წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ, რომ „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ჩავარდა „მაიდანი“, მაშინვე დასტაბილურდა ლარის კურსი. „ლარის კურსი დარჩება აუცილებლად სტაბილური. ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას. ჩვენ წინა თვეშიც, მიუხედავად ამხელა კამპანიისა, რაც წინ უძღოდა არჩევნებს, […]
ჯანდაცვის სამინისტრო – 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, სამედიცინო დაწესებულებებში 14 ადამიანი გადაიყვანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან და მიმდებარე ქუჩებიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 14 ადამიანი გადაიყვანეს. მათივე ცნობით, მათ შორის, აქციის 10 მონაწილე იყო, ხოლო მედიასაშუალების 2 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელი. უწყების ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა, […]
ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეული პოლიციელს, ისინი მოქმედებდნენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და მომავალშიც ასეთი სტანდარტით გაგრძელდება მოქმედება

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეული პოლიციელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში და მათ შორის გუშინ, პოლიციელები მოქმედებდნენ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. „მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, თითოეული პოლიციელს იმისათვის, რომ ამ დღეების განმავლობაში […]
ლატვიის ეკონომიკა მყიფე მდგომარეობაშია – სტატისტიკური ბიურო

29 ნოემბერს გამოქვეყნებული ახალი ეკონომიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ლატვიის ეკონომიკა კვლავ მყიფე მდგომარეობაშია. ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური ბიუროს (CSB) მონაცემების თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)1,6%-ით შემცირდა (სეზონური და კალენდარულად კორექტირების გარეშე მონაცემების მიხედვით, მუდმივ ფასებში). ასევე, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, მშპ 0,2%-ით შემცირდა (სეზონური და […]
“ხელისუფლება გონს მოეგე, ღუპავ ქვეყანას!” – გოგა თხელიძე

“გაივსო ჩვენი შვილებით იზოლატორები და საავადმყოფოები. ხელისუფლება გონს მოეგე, ღუპავ ქვეყანას!” – ამბობს გოგა თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
შევუწყვეტთ გადასახადებს, თუ დაუყოვნებლივ არ დანიშნავენ არჩევნებს – ინდმეწარმის ხედვა კრიზისის დასაძლევად

“ამ ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ, რომ შევუწყვეტთ გადასახადებს თუ დაუყოვნებლივ არ დანიშნავენ არჩევნებს” – ასე ხედავს კრიზისის დაძლევის გზას ინდმეწარმე ლაშა ბრეგვაძე, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა. სხვათა შორის, წინა კვირას ბიზნესსამართლის სპეციალისტმა, აკაკი ჩარგეიშვილმა, ბიზნესს, რომლებსაც, ხელისუფლების დაუმორჩილებლობის მოტივით, სურვილი აქვთ არ გადაიხადონ გადასახადები, უფასო […]
გაჩუმება ღალატის ტოლფასია – ვალერი ჩეხერია

პოზიცია უნდა დააფიქსიროს პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა. ჩვენ, არ ვართ “ცეხავიკები”. აქციებზე დგას ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ქმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს – ამის შესახებ, ვალერი ჩეხერიამ BMGtv-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” სპეციალურ ეთერში განაცხადა. Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ახლა, გაჩუმება ღალატის ტოლფასია.
ირაკლი კობახიძე ოპტიმიზმით ელოდება ტრამპის ინაუგურაციას, რომელსაც “ვერ მოუსწრებს” სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად, კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილისა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრაზე, რომელიც 7 დეკემბერს პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონიის ფარგლებში გაიმართა. ირაკლი კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ იმედით ელოდება 20 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც, მისი თქმით, ბევრ რამეს შეცვლის მსოფლიოში და, მათ […]
კობახიძე ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე: სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრიტებთ

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დროის, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადის განმავლობაში, სისტემატური სახე მიიღო ძალადობამ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამასთან, კობახიძემ TV პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ტიტუშკების თავდასხმასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: “სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრირებ”. “სასიკვდილოდ გაწირეს? რატომ უტრირებ ახლა. სასიკვდილოდ თუ ვინმე გაწირეს იყო საზმაუს ჟურნალისტი, რომელსაც თქვენმა თანაპარტიელმა ორკმა ესროლა სახეში დამიზნებით […]
“ხელისუფლება, გონს მოეგე, ღუპავ ქვეყანას!” – გოგა თხელიძე

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გოგა თხელიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ხელისუფლებას მოძალადე ჯგუფების დასჯისკენ მოუწოდებს. “გაივსო ჩვენი შვილებით იზოლატორები და საავადმყოფოები. არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ახალგაზრდები მშვიდობიანად დგანან და თავს ესხმიან პოლიციელები. როდესაც კრიმინალური ბანდა, სასტიკად გაუსწორდა მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, იქვე მდგარმა პატრულმა არაფერი მოიმოქმედა მათ დასაცავად. ამ დრომდე ერთი მოძალადე პოლიციელი […]