ერთპარტიული მმართველობა, დემონსტრაციების ბრუტალური დარბევა… ყველაფერი არაევროპულია – GPI-ის დირექტორი

ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფაქტობრივი ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ, იმისთვის, რათა ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შესვლას ასცდეს. ამის შესახებ ლომაძემ გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” სპეციალურ ეთერში განაცხადა, რაც ქართული ბიზნესის წარმომადგენლების პოზიციებს დაეთმო. პაატა ლომაძემ განაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველობა, დემონსტრანტების დარბევა და სასამართლოში არსებული ვითარება არის არაევროპული და […]
„რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილი ოპერატორები და ჟურნალისტები პარლამენტთან მსვლელობით მიდიან

მედიის მხარდამჭერ აქციაზე „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილი ოპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტთან მსვლელობით მიდიან. რუსთაველის გამზირზე გზა ნაწილობრივაა გადაკეტილი. აქციის მონაწილე ჟურნალისტები და ოპერატორები ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად არიან შეკრებილი. ისინი სკანდირებენ: „სოლიდარობა მედიას“, „თავისუფლება მედიას“. პარალელურად მათ მოქალაქეები მანქანებიდან სიგნალებითა და შეძახილებით ამხნევებენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების დროს […]
მედიის წარმომადგენლებმა, სიმბოლურად, ნაძვის ხესთან, რომელსაც პარლამენტის წინ ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც აქციების დროს დაშავდნენ

მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ოპერატორები და ჟურნალისტები საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაძვის ხესთან, რომელსაც ამ წუთებშიც ამონტაჟებენ, იმ ადამიანების ფოტოები დატოვეს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე დაშავდნენ. ამავდროულად, მათ ერთმანეთს მოუწოდეს, რომ ნაძვის ხე არ დაეზიანებინათ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა, რუსულ ძალადობას“, „სოლიდარობა მედიას“, „თავისუფლება მედიას“. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც […]
გიორგი ქოჩორაშვილი: შეუძლებელია ამის „გაპრავება“, ამის მოთმენა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი აცხადებს, რომ „ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას“. სოცილურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით ის ეხმიანება თბილისში მიმდინარე მოვლენებს. „ჰიმნს, რომელსაც თამაშის წინ, ჩვენს ათი ათასობით გულშემატკივართან ერთად ვმღერით, თავისუფლება ჰქვია, თუმცა უკვე მე-11 დღეა, ეს ჰიმნი ჩემთვის ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ […]
ვერ გამოვდივართ ამ პოსტსაბჭოთა სინდრომიდან – ცეხავიკობიდან – გიორგი აბრამიშვილი ბიზნესს ერთიანობისკენ მოუწოდებს

DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი ბიზნეს ერთიანობისკენ მოუწოდებს. „უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვქმნით ამ ქვეყანაში დოვლათს, ის 27 მლრდ ჩვენი გადასახადების მიხედვით არის შექმნილი. ამერიკაში მთავრობას ადმინისტრაცია ჰქვია, ადმინისტრატორია იმისა, რომ ბიზნეს მის მოქალაქეებს მოუგვაროს პრობლემები და არა ის, რომ ბიზნესი იყოს მისი ვასალი… ჩვენ პირველ რიგში ვართ შემქმნელები და ყველაფერს ეკარგება შინაარსი, რაზეა […]
თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება სირიის მოვლენებს. “ასადის დამცველ რუსეთს – პუტინის მეთაურობით, აღარ აინტერესებს მისი დაცვა” – ტრამპი

სირიაში ბაშარ ასადის 24 წლიანი მმართველობის დასრულებას მეამბოხეთა რაზმების მიერ, რომლებსაც აშშ-ში ტერორისტულად მიჩნეული ჯგუფი მეთაურობს, გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს და მათ შორის, აშშ-ის პოლიტიკოსებისგან. აშშ-ის თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პრეზიდენტი ბაიდენი და მისი გუნდი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს განსაკუთრებულ მოვლენებს სირიაში და მუდმივად კონტაქტი აქვთ რეგიონში პარტნიორებთან.“ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა, დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადი […]
გიორგი ქოჩორაშვილი – შეუძლებელია ამის ატანა – ჰიმნი, რომელსაც თამაშის წინ, გულშემატკივართან ერთად ვმღერით, მე-11 დღეა, ასე ჟღერს: თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს! თავისუფლება სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს!

შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება! – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისივე თქმით, ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას. „სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის […]
გიორგი კვირიკაშვილი – ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. მისივე თქმით, […]
ბიუჯეტის მესამედი – პუტინმა ომის მანქანაში ჩადებული რეკორდული ინვესტიცია დაამტკიცა

1 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა მომავალი სამი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც თავდაცვაში უპრეცედენტო ინვესტიციებს ითვალისწინებს. 2025 წლისთვის მათი მოცულობა დაახლოებით 127 მილიარდი ევრო იქნება, რაც ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის მესამედს შეადგენს. რუსეთის ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა ბრძანება ქვეყნის სამწლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების შესახებ. რუსეთის 2025 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯებს 13,5 ტრილიონი […]
სერგეი შამბა: „სირიაში აფხაზეთის საელჩო მუშაობას არ წყვეტს “

„აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ელჩი სირიაში ადგილზე რჩება და მუშაობას განაგრძობს. შენობაში არავინ შესულა“, – განუცხადა „ინტერფაქსს“ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი შამბამ. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა. დამასკში აფხაზეთის ე.წ. საელჩო 2020 წელს გაიხსნა. ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის აღსანიშნავად 8 დეკემბერს ხალხმა დაიწყო შეკრება […]