ბელგია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც სექს-მუშაკებს შრომით ხელშეკრულებებს და უფლებების დაცვას სთავაზობს

1 დეკემბერს, ბელგიაში მაისში მიღებული კანონი ამოქმედდა. ის მეძავების შრომითი უფლებების და სამართლებლივ დაცვას უზრუნველყოფს. 1 დეკემბერს ძალაში შევიდა კანონი, რომლის მსგავსი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს – „ამიერიდან ბელგიაში სექსმუშაკებს შეუძლიათ, კონტრაქტით და დასაქმების უფლებებით ისარგებლონ“, – ციტირებს გამოცემა „ლე სუარი“ შრომის ფედერალური მინისტრის, პიერ-ივ დერმანის ოფისის განცხადებას. ამ კანონის მიღებას წინ 2022 […]

„გამოსავალი ახალი არჩევნებია“ – საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

„[ამ კრიზისიდან თავის დაღწევის] გამოსავალი არჩევნებია“, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში, „ბიზნესის კვირეული“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელმა, არჩილ მორჩილაძემ ისაუბრა. მისივე განმარტებით, რაც ქვეყანაში ხდება, სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ხოლო ის ესკალაცია და დაპირისპირება, რის წინაშეც დღეს ქვეყანაა, ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ყოველწლიურად სულ უფრო იზრდებოდა. „რაც ქვეყანაში ხდება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც არის აქსიომა. […]

“ან მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე ან ამის განმუხტვის ერთადერთი ცივილური ფორმა არჩევნებია” – ზურაბ ლალაზაშვილი

კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, მიმდინარე პროცესები ან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივა, ან ამ პროცესების განმუხტვის ერთადერთი ცივილური ფორმა არჩევნებია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში “ბიზნესის კვირეული” სპეციალურ გამოშვებაში ისაუბრა. „დღეს ძალიან დიდი გახლეჩა საზოგადოებას შორის. აქციაზე ძალიან დიდი მუხტია. ეს არის თავისუფალი საზოგადოება. ვისაც არ ესმის და ვერ ხედავს, ის ძალიან შორს არის […]

ჟურნალისტებმა საქმე ძალადობის შიშის გარეშე, თავისუფლად უნდა აკეთონ | ინტერვიუ გულნოზა საიდთან

გულნოზა საიდი – ნიუ იორკში ბაზირებული ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (The Committee to Protect Journalists, CPJ) ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის პროგრამების ხელმძღვანელი. “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” ღრმად შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. საქართველო დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის იქ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა. სამწუხაროდ, ამჟამად არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ […]

ბურჯანაძის 9 ქულა, 7 მოხსნა და “ლეიმა კორუნას” საშინაო მარცხი “მანრესასთან”

ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საშინაო მატჩი წააგო ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნამ”. ქართველი ფორვარდის გუნდმა “მანრესას” უმასპინძლა და 15 ქულის სხვაობით – 74:89 დამარცხდა. ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო […]

ანალენა ბერბოკი – ასადის დასასრული სირიაში მილიონობით ადამიანისთვის დიდი შვებაა

ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის შეფასება, თუ ზუსტად რა ხდება სირიაში ამჟამად. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ასადის დასასრული არის დიდი შვება მილიონობით ადამიანისთვის სირიაში – ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილი მარადიული სისასტიკის შემდეგ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, ასადმა მოკლა, აწამა და გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. „ახლა […]

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის […]

მედიის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

მედიის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა. მედიის წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და აქციის დროს დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ ხელში ეჭირათ დემონსტრაციებზე დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები. როგორც ისინი აცხადებენ, ჟურნალისტებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ყოვლად დაუშვებელია. შეკრებილებმა შესაბამის უწყებას მოუწოდეს, რომ დროულად დაიწყონ ძალადობის ფაქტების გამოძიება.

მეოთხედ სცადეს დაეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი – პრემიერი

“მეოთხედ სცადეს დაეზიანებინათ ამ ქვეყანაში ეკონომიკა, ბიზნესი. როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ერთ-ერთი მთავარი, რასაც აკეთებდნენ იყო ბიზნესზე ზეწოლა, ეს იყო მათი ხელწერა. ჩვენ ბიზნესმენებთან კომუნიკაცია გვაქვს მუდმივ რეჟიმში, არავის მოსწონს „მაიდნის“ მცდელობა, ჩავარდნილიც კი. ჩავარდა, დამთავრდა „მაიდნის“ მცდელობა. „მაიდნის“ მოწყობის მე-4 მცდელობა იყო 4 წელიწადში და ოთხივე ჩავარდა, იმიტომ რომ „ნაცები“ არიან უნიათო რევოლუციონერები”, – […]

მედიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს

მედიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გარდა, მედიის მიმართ ძალადობას დაგმეს გორშიც. მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები პოლიციასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა პოლიციის შენობასთან სიმბოლურად დაალაგეს აპარატურა, რომლითაც სამუშაოს ასრულებენ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი. მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ კახეთშიც. ისინი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობენ. წყარო: ინტერპრესნიუსი