„თუ გვეშინია და ნაბიჯებს ვერ ვდგამთ, მაშინ ასპარეზი დავუთმოთ მათ, ვისაც თავისუფლება უფრო უნდათ, ვიდრე შიში აწუხებთ” – ავთანდილ წერეთელი

ჩვენ ჩვენი ცნობიერებით და გაგებით ევროპაში ვართ და ახლა არის მცდელობა, რომ აქედან გაგვიყვანონ, – ამის შესახებ BMGTV-ის სპეცეთერში GIG ჰოლდინგის ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა კითხვის დასმა იმის შესახებ, გვინდა თუ არა ევროინტეგრაცია, არარელევანტურია, ვინაიდან ეს საკითხი დიდი ხნის წინ უკვე გადაწყვეტილია და კონსტიტუციაშიც წერია. „თუ გვეშინია და ნაბიჯებს ვერ […]
“პოლიცია იცავს ნაძვის ხეს მედიისგან” – გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია: პოლიცია იცავს ნაძვის ხეს მედიისგან. ცნობისთვის, ნაძვის ხეს პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს
“ასეთ დაწყევლილ ნაძვის ხეს მსოფლიოს ვერც ერთ კუთხეში ვერ მიაკვლევთ” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: როგორც ჩვენს ეროვნულ გმირს, ანწუხელიძეს გადაუარეს ჩექმებით; გუშინ ზუსტად იმავე წესით გათელეს ადამიანები დედაქალაქის ცენტრში! ახლა კი იქვე ნაძვის ხეს დგამენ! დემონსტრანტების სისხლითა და დამტვრეული ძვლებით, დამსხვრეული მალებით ნაშენებ ნაძვის ხეს! ასეთ დაწყევლილ ნაძვის ხეს მსოფლიოს ვერც ერთ კუთხეში ვერ მიაკვლევთ. დაგვცინიან და თან შეურაცხყოფას გვაყენებენ! ამქვეყნად არ არიან! P.S. არცერთი ღირსეული […]
დღეიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები, თბილისი ისევ იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი – კალაძე

ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას, – განაცხადა თბილისის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განთავსებულ ვიდეომიმართვაში. კახა კალაძის თქმით, ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია მიმდინარე მოვლენებზე, რადგან საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას უმძიმესი შედეგები შეიძლება მოყვეს. „უკვე მეორე კვირაა, რაც დედაქალაქის მთავარი გამზირი იქცა სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდების, […]
ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და ამ ფორმით, კოლეგებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაგმეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ჟურნალისტების საქმიანობა იყოს უსაფრთხო. შეკრებილებმა „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს. მათი თქმით, დაუშვებელია მედიაზე ძალადობა და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. შეგახსენებთ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძესა და […]
„მე განვიცდი, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან უხდიან პრემიებს იმ პირებს, ვინც შვილებს იჭერენ, მედიის წარმომადგენლებს სცემენ“ – კახა ხაზარაძე

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე გადაცემა “ბიზნესის კვირეულის” სპეციალურ ეთერში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბიზნესის ერთიანობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ბიზნესს სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, დღეს კი არის ვითარება, როდესაც მთავრობა კონსტიტუციიდან არის გასული: “აქამდე მოვედით ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც არის ბიზნესის და სახელმწიფოს კოჰაბიტაცია, ვთვლი, რომ ბიზნესი უნდა იყოს პირველი […]
ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა

ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
პარლამენტთან ნაძვის ხე აქციაზე ნაცემი ადამიანების ფოტოებით „მორთეს“

პარლამენტის შენობის წინ, სადაც თბილისის მერია ნაძვის ხეს აწყობს, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები და ჟურნალისტები აქციების დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევებს აპროტესტებენ. აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა. დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, საახალწლო ნაძვის ხეზე პოლიციელთა მიერ ნაცემი აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები გამოფინეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და […]
კახა კალაძე: „ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების დაპირისპირებას”

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც ათი დღეა გრძელდება. 8 წუთიან მიმართვაში კახა კალაძე მოითხოვს ძალადობის დაგმობას ყველას მხრიდან და ამბობს, რომ ყველას საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია მიმდინარე მოვლენებზე, „რადგან საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს“, თუმცა თბილისის მერის […]
„დაუბრუნებლობის წერტილს ვუახლოვდებით, რომელიც შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს” – ლევან სილაგავა

„მეშინია, რომ ჩვენ დაუბრუნებლობის წერტილს ვუახლოვდებით“, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეულის“ სპეცეთერში ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ ისაუბრა.