მედიის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

მედიის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა.
მედიის წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და აქციის დროს დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათ ხელში ეჭირათ დემონსტრაციებზე დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები. როგორც ისინი აცხადებენ, ჟურნალისტებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ყოვლად დაუშვებელია. შეკრებილებმა შესაბამის უწყებას მოუწოდეს, რომ დროულად დაიწყონ ძალადობის ფაქტების გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული