APA – თურქეთი საქართველოში, სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის

სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთი საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოში თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) საძიებო-სამაშველო ჯგუფი მიემართება.
აღინიშნება, რომ ვინაიდან, თვითმფრინავი მთიან რეგიონში ჩამოვარდა, საქართველოში განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი მიემართება.
ასევე აღინიშნება, რომ თურქეთმა საძიებო-სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად Akıncı -ს დრონი გამოუშვა, რომელიც საძიებო სამუშაოებს რამდენიმე საათში შეუერთდება.