ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება