ვოლოდიმირ ზელენსკი – ვალერი ზალუჟნის შევხვდი და განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში, მას გუნდში ყოფნა შევთავაზე

გენერალ ს შევხვდი, განვიხილეთ ვინ შეიძლება იყოს შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში, შევთავაზე მომავალშიც იყოს გუნდში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი “ტელეგრამის” პირად არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრსარდალ, ვალერი ზალუჟნისთვან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.
“შევხვდი გენერალ ვალერი ზალუჟნის. მადლობა გადავუხატე უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის. განვიხილეთ, თუ როგორ განახლებას საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლებისთვის დრო სწორედ ახლაა. ვალერი ფიოდორის ძეს [ზალუჟნის] მომავალშიც შევთავაზე გუნდში ყოფნა”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”