კობახიძეს – ნუ გაიმეორებთ იმ სასაცილო რიცხვებს, რასაც თქვენი წინამორბედი პრემიერ-მინისტრი ჰყვებოდა – უნდა ისწავლოთ ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა

გირჩევთ, აიყვანოთ კვალიფიციური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ნუ გაიმეორებთ იმ სასაცილო რიცხვებს, რასაც თქვენი წინამორბედი პრემიერ-მინისტრი ჰყვებოდა, როდესაც ამბობდა, თუ როგორ გაიზარდა ქვეყანაში ეკონომიკა, 2-ჯერ და 3-ჯერ – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ს პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.
მან ს ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევის სწავლა ურჩია.
„გირჩევთ, აიყვანოთ კვალიფიციური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. ნუ გაიმეორებთ იმ სასაცილო რიცხვებს, რასაც თქვენი წინამორბედი პრემიერ-მინისტრი ჰყვებოდა, როდესაც ამბობდა, თუ როგორ გაიზარდა ქვეყანაში ეკონომიკა, 2-ჯერ და 3-ჯერ. უნდა ისწავლოთ ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის გარჩევა ერთმანეთისგან. რეალური არის ის, რაც კორექტირდება ინფლაციით, რომელსაც ჰქვია დეფლატორი. 2021 -2022 წლებში ეს დეფლატორი იყო 10.3 % და 9.1%, ამით უნდა შეამციროთ. ამიტომ ნუ ამბობთ ამ რიცხვებს. 11 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, თქვენ ქვეყანას აღორძინებასა და ეკონომიკურ ზრდას ჰპირდებოდით. 11 წლის განმავლობაში ეკონომიკა გაიზარდა 4.4%-ით. წინა ხელისუფლებას რომ ლანძღავთ, იმ ხელისუფლების დროს საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 1.4-ჯერ მეტი, 6.1%. არასდროს საქართველოში არ ყოფილა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, გარდა 2022 წლისა. ძალიან სასაცილოა, როცა 2021 წელს ადარებთ 2020 წელს, პანდემიის წელიწადს, როდესაც ეკონომიკა დაეცა 6.8%-ით და დაცემულთან შედარებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მიიღეთ. ამაყობთ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდაო. რაც შეეხება 2022 წელს, ს, ომის ფაქტორი იყო და 100 ათასი ს მოქალაქის შემოსვლის საქართველოში. ჩემი შეკითხვა მდგომარეობის შემდეგში – 4.4.% ნიშნავს სტაგნაციას, დაკარგულ 11 წელიწადს, დაკარგულ დროს, დაკარგულ შანსებს და განიავებულ ფულს, კიდევ აპირებთ დარჩენილი 10 თვის განმავლობაში 4%-იანი ზრდით იმ პრობლემების გადაჭრას, რასაც ამ პროგრამაში ჰყვებოდით და იტყუებოდით?“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ