კინორეჟისორი გიორგი ებრალიძე:
სოციალურ პლათფორმებს, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვიყენებ.
ამჯერად ვწერ რადგან კითხვა გამიჩნდა. დარწმუნებული ვარ არავინ გამცემს პასუხს, მითუმეტეს კითხვის კონკრეტული ადრესატიც არ ვიცი…
მაგრამ ისე, ჰიპოთეტურად მაინც დავუსვამ კითხვას “მავანს” ან “მავანთ”, ვინც ეს ძალიან “ჭკვიანური” უაღრესად “მნიშვნელოვანი” და “ქვეყნისთვის სასიკეთო” გადაწყვეტილდბა მიიღო.
მსგავსი გადაწვეტილებებით ძალიან გვანებივრებენ ბოლო ხანს, ბუნენრივია ამ პოსტში ყველას ვერ გავწვდები. ამიტომ ერთ გადაწყვეტილებაზე გკითხავთ, რომელის “სიკეთე” მეც შემეხო.
ბატონო “მავანნო”
ჩემი კითხვა ასეთია –
რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი?
ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ ამ საკითხზე.
დარწმუნებული ვარ “თქვენებურ” კრიტერიუმებში არ იგულისხმება დამსახურება, გამორჩეულობა, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობა, განვითარებისკენ სწრაფვა, პრინციპულობა, ღირსება. და მთავარი, პროფესიონალიზმი!
თორემ, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით რომ გეხელმძღვანელად და არა “თქვენებურით”, მაშინ ოშხნელი კი არა, ძალინ ბევრი სხვა “მავანი” უნდა გაგეშვათ სამსახურიდან…
თუმცა ალბათ არის “თქვენებური” უფრო მნიშვნელოვანი, კრიტერიუმები, რომელმაც ის “მავანნი” დანიშნა, ან დააწინაურა, ან …
თქვენი და “თქვენებური” კრიტერიუმებს საფუძველზე გათავისუფლებულ ზურაბ ოშხნელს დავუბრუნდები.
ოშხნელმა ნულიდან! ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კოლეჯი შექმნა 35 წლის წინ! ხაზს ვუსვამ – შექმნა!
კი არ დაუნიშნავს ვინმეს!
ნულიდან შექმნა!
ბევრი იწვალა, იშრომა, თავისი შექმნილი კოლეჯი ფეხზე დააყენა. მოთხოვნადი გახადა. აღზარდა საქართველოს ტელევიზიებისთვის ბევრი, მაღალი დონის პროფესიონალი, რომელთა ჩამოთვლა, ყველა ტელევიზიაში მოღვაწე, ყველასთვის ნაცნობ, კადრს მიღმა თუ კადრში მომუშავე, პროფესიონალებთან მიგვიყვანს.
ოშხნელმა კოლეჯში სწავლა პრესტიჟული გახადა. მიუხედავად პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებული, უარყოფითი სტერეოტიპებისა.
ოშხნელის შექმნილ კოლეჯიში
ჯერ კიდევ “ბნელი ოთხმოცდაათიანებიდან” სტუდენტებს, რომელთა ნაწილი ქუჩას მოწყვიტა, უახლესი სატელევიზიო ტექნიკით სწავლის და საკუთარი პროდუქციის წარმოების ფუფუნება ჰქონდათ. ოშხნელის კოლეჯში სტუდენტები აკეთებდნენ გადაცემებს ქმნიდნენ სატელევიზიო ფილმებს, რომლებიც წლების მანძილზე, სახელმწიფო, შემდეგ კი საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში წარმატებით გადიოდა. ოშხნელის კოლეჯი მჭიდროდ თანამშრომლობდა მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის, სასწავლებლებთან და ტელევიზიებთან, რაც აძლევდა სტუდენტებს საშუალებას
მიეღოთ მოწინავე გამოცდილება. სტუდენტების ნამუშევრები იმარჯვებდნენ ფესტივალებსა თუ კონკურსებში, იღებდნენ საერთაშორისო პრიზებს. რაც მთავარია ოშხნელის კოლეჯის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი, პროფილით საქმდებოდა და წარმატებული ჟურნალისტები, რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები, ტელეწამყვანები ხდებოდნენ. “ოშხნელის კოლეჯი” საზოგადოებაში ბრენდათ იქცა, და ალბათ ესეც “თქვენებური” კრიტერიუმებისთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა.
კოლეჯში ასწავლიდნენ, ქართული ტელევიზიის უმაღლესი დონის სპეციალისტები, ცნობილი კინო და თეატრის მოღვაწეები, ნიჭიერი და თავისუფალი ადამიანები. მათ შორის
მეც მქონდა პატივი ჩემი თითქმის 50 წლიანი სატელევიზიო სტაჟიდან, 25 წელის მანძილზე ოშხნელის კოლეჯთან მეთანამშრომლა. მეც სხვა კოლეგებთან ერთად ვუზიარებდი ცოდნას ახალგაზრდებს და მათგანაც ბერს ვსწავლობდი. კოლეჯში განვლილი საინტერესო და ნაყოფიერი წლებიდან ბევრი რამ დამჩა კარგად მოსაგონარი და საამაყო…
იმ ძველ სტილს შევინარჩუნებ, უხდება განცხადებას…
#######
მავანთ და მავანთ
რეჟისორ გიორგი ებრალიძის
განცხადება
მე გიორგი ებრალიძე ვგრძნობ რა, რომ შეუსაბამო ვიყავი, ვარ და ვიქნები “თქვენებურ” კრიტერიუმებთან, გთხოვთ გამათავისუფლოთ კოლეჯის პედაგოგის თანამდებობიდან.
გ.ებრალიძე
##########
ბოდიში და მადლობა კოლეჯის თანამშრომელთა არაჩვეულებრივ გუნდის
განსაკუთრებული ბოდიში და მადლობა სტუდენტებს
იცოდეთ როცა დაგჭირდებით, მე ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები! 
ზურა შენ განსაკუთრებული მადლობა იმისთვის რაც გააკეთე ქართული ტელევიიზისათვის!
შენს მიერ აღზრდილ-დაკვალიანებული თაობებისთვის შენ ყოველთვის “ზურა დირექტორად” დარჩები, რადგან ჭეშმარიტ კრიტერიუმებს ყოველთვის დააკმაყოფილებ!
გ.ე
###
რადგან ფბ-ს ელექტორატი მომაკლდა. ამიტომ გთხივთ, ვინც ჩემ პოსტს იზიარებთ გააზიარეთ!




