ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება

„არსენალის“, „ბარსელონას“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ბრედლი ბარკოლას პსჟ-დან „ლივერპულში“ გადასვლაზე გააკეთა კომენტარი. „წითლებმა“ ბარკოლა 125+20 მილიონ ევროდ შეიძინეს.
„ახლახან მივიდა „ლივერპულში“, ინგლისურად ვერ ლაპარაკობს, იქ კი სათამაშო სტილი და ინტენსივობა განსხვავებულია. აქ დაწყება ადვილი არ არის. თან ისეთ ფასად იყიდეს, ეს მასზე იმოქმედებს.
ყველამ ვიცით, რომ ერთი ერთზე თამაშისას სასიკვდილოდ სახიფათოა, შესანიშნავი სისწრაფე აქვს. გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბოლომდე როდის გაიხსნება, ასე რომ, შედეგის ჩვენება მოუწევს“, – განუცხადა ანრიმ The Touchline-ს.
ბარკოლამ „ლივერპულში“ ჩატარებულ ხუთ მატჩში საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.