საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია

პსჟ-ს მეკარემ მატვეი საფონოვმა „იუთუბის“ არხ „ვპისკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც უთამაშია უსმან დემბელეა.
– შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ უსმან დემბელე, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მიიღო, საუკეთესოა, ვისთან ერთადაც ერთ გუნდში ყოფილხარ?
– იყო მომენტები, რომლებმაც ფეხბურთზე თვალები ამიხილა. დემბელე ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებსაც მე საერთოდ არანაირად არ ველოდები, არც ვფიქრობ, თუ ეს შესაძლებელია.
ეპიზოდის დასრულებისას არც კი სჭირდებოდა ჩემკენ გამოხედვა, რათა სცოდნოდა, სად ვიმყოფებოდი.
– ანუ, მას აქვს გარკვეული სახის პერიფერიული ხედვა…
– ის ზურგით იდგა. არსებობს რაღაცნაირი განსაკუთრებული ალღო, პლუს ტექნიკა, რაც  ისეთი რამეების გაკეთების საშუალებას აძლევს, რაზეც სხვები არც კი ფიქრობენ.