ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა – თურქეთთან

ერთა ლიგის А დივიზიონის პირველ ტურში საფრანგეთმა სტუმრად თურქეთი 1:0 დაამარცხა.
გოლი მბაპემ გაიტანა, რომელმაც 59-ე წუთზე მუხლის ტრავმა მიიღო და დუემ შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ საფრანეთის ნაკრებს პირველად უხელმძღვანელა ზიდანმა.
28 სექტემბერს თურქეთი იტალიას უმასპინძლებს, საფრანგეთი კი გასვლაზე ბელგიას დაუპირისპირდება.
ქოჯაელი. „ქოჯაელი“
თურქეთი – საფრანგეთი 0:1
გოლი: მბაპე (54)
გაძევება: ჩაკირი (88, თურქეთი)