ეკა ბესელია ჰყვება, რა შეუთვალა ციხიდან ირაკლი ღარიბაშვილმა

“მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ინგა გრიგოლიას “რექაციაში” ჰყვება, რომ მას პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქმული ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

საქმე ეხება ბესელიას მზადყოფნას, დაკავების პირველ დღეებში შეხვედროდა ექს-პრემიერს.

პოლიტიკოსი ყვება, რომ დღეს უკვე მისთვის ნათელია, რატომ არ დაუკავშირდა მას ყოფილი პრემიერის უფლებადამცველი. “როგორც ჩანს, დაჭერის პირველ დღეებში მას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა”.

იმ პერიოდში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი დააპატიმრეს და შემდეგ ძალიან სწარაფად მოხდა მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება [ახლა უკვე უფრო კარგად გამოჩნდა რა პროცესები მიდიოდა ფარულად ამ გადაწყვეტილების მიღმა]. მაშინ ვთქვი, რომ თუ მას ექნებოდა სურვილი, მე მაშინ მქონდა ესეთი განწყობა, რომ თუ მას სჭირდებოდა ჩემი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა, მე უბრალოდ გამოვხატე ეს საჯაროდ [შევსულიყავი და მომენახულებინა ის].

მის ადვოკატს ვესაუბრე, ვუთხარი, რომ გადაეცა მისთვის და თუ ექნებოდა სურვილი შემხმიანებოდა, იმიტომ, რომ ესე საკუთარი ინიციატივით ესე შეუთანხმებლად არ შევდივარ ხოლმე არავისთან და გარკვეული პროცედურებია დასაცავი, რომელსაც ყოველთვის ვიცავ.

მისმა ადვოკატმა როგორც მითხრა, ესაუბრა,  გამოხატა მადლიერება ასე გადმომცა, რომ არის მადლიერი და მოგვიანებით დამიკავშირდებოდა და არ შემეხმიანა.  იმ ეტაპზე მივხვდი, რომ გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს.

მოგვიანებით ჩემთვის უფრო გასაგები გახდა რატომაც არ იყო ეს ინიციატივა შემდგომში მისი მხრიდან.

როგორც ჩანს,  ფაქტია, მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, პატიმრობის მოხდსი პირობებში. და ეს შეხვედრა არ დარჩებოდა ყურადღების მიღმა.”- თქვა ბესელიამ.