ირაკლი კობახიძე – ჩვენ ამომრჩეველს მივეცით დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გავანეიტრალებდით უცხოურ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და ამ დაპირებას რეალურად ვასრულებთ, უცხოური აგენტურა დღეს საქართველოში არის დასუსტებული, თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე

ჩვენ ამომრჩეველს მივეცით დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გავანეიტრალებდით  უცხოურ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და ამ დაპირებას რეალურად ვასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოური აგენტურა დღეს საქართველოში არის დასუსტებული.
„ეს პროცესები, რაც ვითარდება, მათ შორის შიდა დაპირისპირება, არის იმ პროცესების გაგრძელება, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. უფრო სწორად მათმა პატრონებმა მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე შესაბამისი პოლიტიკოსები.
ეს არ არის სინამდვილეში არავითარი ოპოზიცია, სინამდვილეში ეს არის უცხოური აგტენტურა, უცხოური აგენტურა დღეს საქართველოში არის დასუსტებული. ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღება, გრანტების შესახებ კანონის მიღება, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიღება, ასევე შეკრებების საკითხის სწორად მოწესრიგება და ა.შ. ამ ყველაფერმა უცხოური აგენტურა აიძულა მოქცეულიყვნენ კანონის ჩარჩოებში და საბოლოო ჯამში, კანონის ჩარჩოებში ოპოზიცია არის დასუსტებული. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ კონსტიტუციური სარჩელის მნიშვნელობას, ჩვენ შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იყოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეესატყვისება ყველაზე მეტად სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე