თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი მესამედ გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო სავარაუდო ღირებულება 6.5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა ტენდერის ღირებულებაზე 2 მილიონი ლარით მეტია. წინა ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4.5 მილიონ ლარს შეადგენდა. პროცედურა მაშინ პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის გამო შეწყდა.
პროექტირების ფარგლებში უნდა მომზადდეს სარეაბილიტაციო პროექტი, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შენობის მოვლა-პატრონობის გზამკვლევი და განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობა.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია სასცენო ინფრასტრუქტურის განახლება, აკუსტიკური სისტემების გაუმჯობესება, საინჟინრო კომუნიკაციების ჩანაცვლება, ლიფტების მოდერნიზაცია, უსაფრთხოების სისტემების მოწყობა.
ასევე, შენობა სრულად უნდა ადაპტირდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.