VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!

მე-100 ქართული კლასიკო ქუთაისში ფრედ დასრულდა და ეს არის ამ პრინციპული დაპირისპირების ყველაზე სამართლიანი შედეგი, იმის მიუხედავადაც, რომ “ტორპედომ” იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ბოლო თამაშებში.
პირველი ტაიმი ძალიან უსახური გამოვიდა და ეს კიდევ ერთხელ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ დაცარიელდა “რამაზ შენგელია არენა”. დღეს ვერც “დინამოა” იმ დონეზე, რომ სტადიონზე ხალხი მიიყვანოს – სამწუხაროა ორივე შემთხვევაში.
მეორე ტაიმი უკეთესი იყო და გოლებიც მატჩის ამ ნაწილში გავიდა. ჯერ ფელიპე პირესმა დაუმიზნა შორიდან დაბალ კუთხეს და ანგარიში გახსნა, ხოლო “დინამოს” საპასუხო გოლი შეცვლაზე შესულებმა შექმნეს – გბომადუს პასის შემდეგ დოლტმურზიევმა ბურთი ახლოდან შეაგორა კარში.
თბილისის “დინამო” მესამე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ “რუსთავს”, თან ერთი მატჩი (“იბერიასთან”) გამოტოვებული აქვს. ხოლო “ტორპედომ” ამ ქულის ხარჯზე ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა და მე-6 პოზიციაზეა. თუ ყოველი ასეთი დანაკარგი ქუთაისურ კლუბს ევროპული პერსპექტივისგან აშორებს.
მომდევნო ტურში, 10 სექტემბერს, “ტორპედო” თბილისში “გაგრას” შეხვდება, ხოლო თბილისის “დინამო” იმავე დღეს “მეშახტეს” უმასპინძლებს.
ტორპედო-დინამო (თბ) 1:1
1:0 პირესი (58, ლომინაძის პასით), 1:1 დოლტმურზიევი (71, გბომადუს პასით)
ტორპედო: გოშაძე, კუპრავა (ითრაქი 84), შიმიჩი, ბუკია, ნადარაია, მამუჩაშვილი, ლომინაძე, პირესი, არაბიძე (სკორუპი 69), დეისაძე, ანდრიჩი (ჩიტაიშვილი 90)
დინამო: ფლორესი, ფსალტისი, კურდიჩი, პურზიტიდისი, უგრეხელიძე (გბომადუ 69), ოსეი (ჰური 30), კანკავა, ველტონ კარვალიო, ტეიშეირა, ლეონარდო სანტუსი, ვაწაძე (დოლტმურზიევი 59)
არბიტრი: ჯენერი ხორავა