სეგუნდა დივიზიონის მეოთხე ტურში „კადისი“ გასვლაზე „ალმერიასთან“ 2:3 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა 54-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ჯერ უცნობია რამდენად სერიოზულად დაშავდა ის.
„კადისი“ ამ მომენტისთვის 3 ქულით მე-18 ადგილზეა და 12 სექტემბერს „ლას-პალმასს“ უმასპინძლებს.
ალმერია. „დე ლოს ხუეგოს მედიტერანეოსი“
ალმერია – კადისი 3:2
გოლები: 1:0 მუნიოსი (13), 1:1 კასტრო (25), 2:1 დე ლა ფუენტე (36), 3:1 ბაპტისტაო (44), 3:2 ჩირინიო (90+3, საკ. კარში)