ჩვენ 100%-ით უკრაინის გვერდით ვართ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„სრულად შევასრულებ ყველა ვალდებულებას, რომელიც ამ ქვეყანას უკრაინის წინაშე აქვს აღებული“, – განაცხადა ბერნემმა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ელექტრონული ჩახშობის სისტემას გადასცემს, რათა დრონები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან დაიცვას.
„ჩვენ უკრაინას გადავცემთ ადგილობრივი წარმოების ელექტრონული ჩახშობის ტექნოლოგიას, რათა საკუთარი დრონები დაიცვას. ეს მათ დაეხმარებათ, რომ სამიზნეებს დაარტყან და უკრაინელთა სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, ეს აჩვენებს იმ ინოვაციას, რისი მიღწევაც ჩვენს ინდუსტრიებს ერთად შეუძლიათ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.




