POSTV-ის გადამღები ჯგუფი მივიდა კლინიკაში, სადაც ნაცემი ონისე ოქრიაშვილია გადაყვანილი (ვიდეო)

პროსამთავრობო POSTV-ის გადამღები ჯგუფი მივიდა კლინიკაში, სადაც ნაცემი ონისე ოქრიაშვილია გადაყვანილი.
POSTV ერთ-ერთია იმ პროსამთავრობო არხთაგან, რომელიც სამოქალაქო აქტივისტისა და იუმორისტის დისკრედიტირების კამპანიაში მონაწილეობდა.
22 ივლისს ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. ოჯახის წევრის ცნობით, ის კლინიკაში იმყოფება.
რამდენიმე დღეა, სამთავრობო პროპაგანდა ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტირებას ეწევა მის მიერ ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო.