უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი, მსოფლიო კლასის წარმატებულ მოჭადრაკეს იუდიტ პოლგარს შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას Euro News ავრცელებს.
„ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, მშვიდობა და პრეზიდენტი, რომლითაც ყველა უნგრელი იამაყებს. პრეზიდენტობა არ არის პროფესია, სამსახური, მაგრამ ეს არის უმაღლესი ფორმის მსახურება. პრეზიდენტის მოვალეობაა ემსახუროს და წარმოაჩინოს ყველა უნგრელი“, – წერს პიტერ მადიარი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პოლგარის შესახებ წერს, რომ “ის არის უნგრელი, ვისი მიღწევებიც პატივისცემას და აღტაცებას იწვევს სახლშიც და მსოფლიოს გარშემოც”.
გასულ კვირას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი შემდეგ კვირას იქნება ვაკანტური.
ცნობისათვის, პოლგარს რამდენიმე დღეში 50 წელი შეუსრულდება, ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ არის მიჩნეული. მას აქამდე არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ დაუკავებია.




