ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს 59-ე პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. BBC-ის ინფორმაციით, ენდი ბერნემი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა.
„მისმა უდიდებულესობამ აუდიენციაზე მიიღო პარლამენტის წევრი, ენდრიუ ბერნემი და სთხოვა მას ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბება. პარლამენტის წევრმა, ენდრიუ ბერნემმა, მიიღო მეფის შეთავაზება და პრემიერ-მინისტრად და ხაზინის პირველ ლორდად დანიშვნისას ხელზე აკოცა“, – აღნიშნულია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე ბუკინგემის სასახლეში კირ სტარმერი იმყოფებოდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.




