89 წლის ასაკში ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მუსიკოსს ქართული კულტურისა და ესტრადის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო ჰქონდა მიღებული. მის დამსახურებას უკავშირდება ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ ანსამბლ „ორერას“ ვარსკვლავია გახსნილი.

ანსამბლი „ორერა“ 1958 წელს დაარსდა და ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. კოლექტივი ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ქართული ესტრადის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი გახარიას პარტიას – ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა