უკრაინის გენერალური შტაბის სტრატკომის განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა წყობიდან გამოიყვანეს რუსული შავი ზღვის ფლოტის ერთი მესამედი.
„ჩვენმა სამხედროებმა წყობიდან გამოიყვანეს 24 რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი. ღია წყაროების თანახმად, სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტში ირიცხებოდა 74 საბრძოლო ხომალდი“, – ციტირებს განცხადებას „უკრაინსკა პრავდა“.
სულ ახლახანს უკრაინულმა ძალებმა რუსული ხომალდი „ივანოვეცი“ გაანადგურეს. თითქმის ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, უკრაინელებმა ასევე ჩაძირეს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მასკვა“.