რუსული ჯარები გააფთრებით ცდილობენ დაიპყრონ ქალაქი კუპიანსკი – ვიცე-პოლკოვნიკი ივან შევცოვი

რუსეთისა ჯარები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის დაპყრობასა და მდინარე ოსკოლ-შევცოვის მარცხენა სანაპიროს საზღვრამდე გასვლას ცდილობენ, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში უკრაინის გვარდიის მოიერიშე ბრიგადის (“ფოლადის სალტის”) პრესსამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივან შევცოვმა, განაცხადა
მისივე თქმით, ამ მართულებაზე რუსი სამხედროები ცდილობენ აღადგინონ ის დიდი დანაკარგი, რომელსაც ფაქტობრივად ყოველ დღე განიცდიან.

„ თითქმის ყოველდღე კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით, ს ფედერაცია კარგავს 200-დან 300-მდე სამხედრო მოსამსახურეს და დაახლოებით 20 ერთეულ სამხედრო ტექნიკას”, – განაცხადა შევცოვმა..
სამხედრომ აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ექვსი თვის განმავლობაში ცდილობს ლიმან-კუპიანსკის მიმართულების ამ ნაწილის ხელში ჩაგდებას. იმის გამო, რომ ხარკოვის რეგიონის სასაზღვრო დასახლებები ყოველდღიურად არტილერიით იბომბება, შევცოვის აზრით, უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია .
გასული წლის დეკემბერში, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთის არმიამ მიიღო დავალება, რათა ხელთ იგდოს ავდეევკა და კუპიანსკი რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ